ხუთშაბათი, 28.03.2024, 22:24
forum
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, Гость · RSS
.
შესვლის ფორმა
მინი-ჩეთი
200
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 ბლოგი
მთავარი » 2012 » იანვარი » 24 » ეგზისტენციალიზმი
20:37
ეგზისტენციალიზმი

შესავალი

სამყაროს შემეცნებისაკენ მიმართული გონება ააშენებს მეცნიერულ სისტემებს, ყველაფერს რაც მის წინააღმდეგ იყო მიმართული დაიმორჩილებს, გაიგებს......მაგრამ ეს გონება ვერ გაიგებს მეორე ადამიანს და საკუთარ თავს, ეს ცოდნის სფეროს სცილდება, სხვაგვარად შეუძლებელია ახსნა მოუძებნო რაციონალური ცოდნის მწვერვალზე მყოფი ადამიანური გონების მოქმედებებს, რომელიც მეოცე საუკუნეს რევოლუციებით ნგრევით, სისხლით იწყებს...ნიცშე იტყვის: „ღმერთი მოკვდა" და ეს ღირებულებების სიკვდილს ნიშნავდა......ძალაუფლების ნება,....

...სწორედ ეს გონიერი და არა ფოთლებით შემოსილი ადამიანი, იწყებს ადამიანით თამაშს და საკუთარ წარმოსახვას არნახული სისასტიკეების კონსტრუირებასა და განხორციელებასი ავარჯიშებს....ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ სიცოცხლის ფილოსოფია ....მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ქმნის .......


არსებობს ორი სხვადასხვა მე, რომელთაგან ერთი თითქოს მეორის გარეგანი პროექციაა, მისი სივრცული, სოციალური წარმოდგენა ჩვენ ვწვდებით პირველს, მხოლოდ შინაგან სამყაროში ჩაღრმავებული მეს მეშვეობით

მაგრამ მომენტები როდესაც ჩვენ ვუბრუნდებით საკუთარ თავს , ძალზედ იშვიათია ამიტომაცაა, რომ იშვიათად ვართ წეშმარიტად თავისუფალნი..ჩვენ უმეტესად გარეგანი სიცოცხლით ვცხოვრობთ, ჩვენივე საკუთარი თავისაგან მოშორებით, ჭეშმარიტი „მე"–სგან ჩვენ აღვიქვამთ მხოლოდ მის ფერმკრთალ აჩრდილს ამრიგად ჩვენი არსებობა სივრცეში უფრო მიმდინარეობს ვიდრე დროში, გარე სამყაროსათვის უფრო მეტს ვცოცხლობთ ვიდრე საკუთარი თავისათვის..ჩვენ უფრო მეტს ვლაპარაკობთ ვიდრე ვფიქობთ, ვენ უფრო მოქმედების საგნები ვართ, ვიდრე მოქმედნი..

თავისუფალი მოქმედება საკუთარი თავის დაუფლებას საკუთარი სულის ლაბირინთებში ფეხის შედგმას ნიშნავს....


თავისუფლების ორი ოპუსი"

თავის–უფლება – მე ვარ ჩემი თავის უფალი ––––დიოგენე

ცოსიალური თავისუფლება – ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ სადაც იწყება სხვისი თავისუფლება ...მაკედონელი

სამყარო, რომელიც რაიმეგვარად ექვემდბარება ახსნას, თუნდაც ყველაზე უვარგისს, ეს სამყარო ჩვენთვის ნაცნობია, მაგრამ თუ სამყარო მოულოდნელად კარგავს როგორც ილუზიას მისი ახსნის ასევე მისი შეცნობის შესაძლებლობას ადამიანი მასში უცხო, იქიდან გამოძევებული აღმოჩნდება. აქ ჩნდება სწორედ აბსურდულობის შეგრძნებაც, რომელიც არის განხეთქილება ადამიანსა და მის ცხოვრებას, მსახიობსა და დეკორაციებს შორის...ამ განცდას უნდა გავექცეთ სწორედ მაგრამ არა უიმედობისა და უმოქმედობის, დეპრესიისა და თვითმკვლელობისაკენ, პირიქით,

იმედისა და მოქმედებისაკენ....შესაძლებელია თითოეული ამჟამად თქვენს მიერ მოსმენილი ფრაზა აუცილებლად დაგიტოვებთ სრული გაურკვევლობის შეგრძნებას და ბუნებრივად გაიჟღერებს თითოეულ თქვენგანში შეკითხვა – ეს მეც ვიცი მაგრამ როგორ? მე მოგიტანთ რამოდენიმე მაგალითს იმ აბსურდული დეკორაციებისა, რომლითაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაა მორთულ–მოკაზმული, მაგრამ მათზე ჩვენ არანაირ რეფლექსიას არ ვახდენთ, საკმარისია თუნდაც ერთი წამის განმავლობაში დაიწყო ამ აბსურდების გააზრება, რომ ჯოჯოხეთური მოწყენილობა შეგიპყრობს და მიხვდები, თუ რა განცდებთან ვართ შეგუებული და გაშინაურებული....მაგალითები ..ორშაბათი...სამშაბათი....გათენდება დაღამდება...თარიღები.....წელიწადის დროები, მთვარის ფაზები,




იმისათვის, რომ ადამიანმა გაიგოს სამყარო, უნდა დაიყვანოს ის ადამიანურზე, დაასვას მას თავისი ბეჭედი. მაგრამ ადამიანის მისწრაფება აბსოლუტისაკენ გამოხატავს სწორედ ადამიანური დრამის არსებობას. აბსურდული ხდება სწორედ შეჯახება ირაციონალურობასა და ჩვენს დაუოკებელ მისწრაფებას შორის გავხადოთ ყველაფერი ნათელი და გასაგები.. მე არსოდეს არ მავიწყდება წყაროს წყლის გემო, მესმის ხეების შრიალი, ვგრძნობ ხასხასა ბალახის ნესტიან სიგრილეს, მაგრამ არცერთ მიწიერ მეცნიერს არ შეუძლია დამიმტკიცოს, რომ ეს მხოლოდ ნივთიერებათა მარტივი ზეგავლენის გამოაა, ანუ მხოლოდ ქიმიური რეაქციების....



ყველანი გაქცევას გვთავაზობენ , მაგრამ ეს გაქცევა არის იმედი

ღმერთს შეუძლებლისათვის მიმართავენ შესაძლებლობისათვის ადამინიც საკმარისია" – შესტოვი

ქრისტიანობაში სიკვდილი არ არის ბოლო მასში გაცილებით უფრო დიდი იმედია..თვისუფლება არის გონებისა და მოქმედების თავისუფლების სინთეზი


ის არ არის კარამაზოვის ფრაზა – „ყველაფერი დაშვებულია" ეს ფაქტის კონსტატაცია და მითუმეტეს ყველაფრის დაშვება არ ნიშნავს იმას, რომ არაფერი არ არის აკრძალული


ჩემი მოქმედების ველი არის დრო – გოეთე


ადამიანს ადამიანად ხდის უმეტეს შემთხვეასი ის, რაზედაც დუმს და არა ის რაზედაც ლაპარაკობს

ეგზისტენციალიზმი - ფილოსოფიური და ლიტერატურული მიმდინარეობა. ჩაისახა პირველი მსოფლიიო ომის ბოლოს, გერმანიაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გავრცელდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ მან ფილოსოფიის ცენტრში დააყენა ადამიანის არსებისა და არსებობის სიღრმისეული პრობლემები. მოაზროვნე, რომლის პირადმა რელიგიურმა გამოცდილებამ დიდი გავლენა მოახდინა ეგზისტენციალისტებზე სორინ კირკეგორია. ასევე გავლენა მოახდინეს ნიცშემ და ჰუსერლიმ.

ფილოსოფია

განასხვავებენ რელიგიურ და ათეისტურ ეგზისტენციალიზმს. თუმცა შეიძლება გამოიყოს ზოგიერთი არსებითი ნიშანი, რომელიც საერთოა ეგზისტენციალიზმის წარმომადგენლებისთვის:

  1. ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ცენტრში დგას ადამიანი, როგორც განსაკუთრებული არსება - ეგზისტენცი. აქ იგულისხმება ადამიანის ყოფნის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სპეციფიური სახე. ადამიანს კი არა აქვს ეგზისტენცი, არამედ თვითონაა ეგზისტენცია.

  2. ადამიანური ეგზისტენცი ყოველთვის ინდივიდუალურია. იგი არა საერთოდ ადამიანს ანდა ადამიანთა სიმრავლეს, არამედ ინდივიდუალურ, ერთეულ ადამიანს ეხება. ეგზისტენცი ინდივიდის ყოფნის სახეა, იგი მკაცრად პიროვნული და სუბიექტურია, არ ემორჩილება ობიექტურ ზოგადოებას.

  3. ეგზისტენციალიზმი არ აღიარებს მხოლოდ ადამიანის იზოლირებული მე- არსებობას. ეგზისტენციალიზმში ადამიანი არ განიხილება თავისთავში ჩაკეტილ,იზოლირებულ,ინდივიდუალურ არსებად. პირიქით, ადამიანი მასში გაგებულია როგორც გახსნილი, ღია რეალობა, რომელიც თვისი არსებით დაკავშირებულია გარესამყაროსთან და სხვა ადამიანებთან. ეგზისტენცი დასაწყისიდანვე სამყაროში ყოფნაა, სხვა ინდივიდებთან მყოფი. ამგვარად, ეგზისტენციალიზმი ერთეულ ადამიანს ყოველთვის კონკრეტულ სიტუაციაში განიხილავს, მაგრამ არასოდეს იზოლირებულად, არამედ ყოველთვის საზოგადოებასთან კავშირში.

  4. ეგზისტენცი ყოფნის უცვლელი ფორმა კი არ არის, არამედ დინამიურია. იგი არასოდეს არაა მოცემული როგორც უცვლელი ყოფნის სახე, არამედ ყოველთვის თავისუფლად ქმნის თავის თავს. ამიტომაც, ეგზისტენციალისტების აზრით ადამიანს წინასწარ არა აქვს მოცემული თავისი არსება, ძირითადი განსაზღვრულობა. ადამიანი ამგვარი წინასწარ დადგენილი არსების გარეშე არსებობს და მუდმივ ქმნადობაში, თვითპროექტირებაშია. იგი თავისუფლად ქმნის თავის თავს და არის სწორედ ეს თავისუფლება.

  5. ეგზისტენციალისტების აზრით რეალობა გაიგება და განიცდება მხოლოდ პირად ეგზისტენციალურ გამოცდილებაში. ამ ცხოვრებისეული გამოცდილების წყაროდ კი მათ მიაჩნიათ ძრწოლა, რომელსაც ადამიანი განიცდის მაშინ, როცა გააცნობიერებს ამქვეყნიური არამყარი უსაფუძვლო ყოფნის სასრულობას, რაც გარდაუვალი სიკვდილით მთავრდება.

  6. თანამედროვე ეგზისტენციალისტები კვლევის დროს მეტ-ნაკლებად ფენომენოლოგიურ მეთოდს იყენებენ: მათთანაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყოფიერების უშუალო წვდომას, მაგრამ ფენომენოლოგებისგან განსხვავებით მათთვის კონკრეტული ეგზისტენცი, ადამიანის არსებობაა კვლევის მთავარი საგანი და არა ზოგადი, მარადიული ,იდეალური არსებები.

ეგზისტენციალისტები [რედაქტირება]



ნანახია: 2090 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024
ძებნა საიტზე
Google ძებნა
რეკლამა
ჩვენი გამოკითხვა
აიღებთ თუ არა ჩიპიან (ბიომეტრულ) პასპორტს?
სულ პასუხი: 11
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
top.ge
Website builder - uCoz