კვირა, 26.05.2019, 22:12
forum
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, Гость · RSS
.
შესვლის ფორმა
მინი-ჩეთი
200
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
 ბლოგი
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 11 » რატომ არ უყვართ საქართველოში მხატვრობა....
13:26
რატომ არ უყვართ საქართველოში მხატვრობა....
რატომ არ უყვართ საქართველოში მხატვრობა....

ერთხელ ასეთი მოსაზრება მოვისმინე, – მერვე საუკუნის ბიზანტიურმა ხატმებრძოლეობამ ისეთი ტრამვა მიაყენა ქართულ კულტურას, რომ საერთოდ დაუხშო ვიზუალური გამოსახულების მოთხოვნილებაო... ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება ესეც იყო სხვებთან ერთად. ყოველ შემთხვევაში დაზგური ფერწერა რომ ძალიან გვიან გაჩნდა საქართველოში, ნამდვილად ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ ექსტერიერისა თუ ინტერიერის დიზაინი, რომელსაც ვხვდებით, უმეტესად უგემოვნოა, სურათი კი ცარიელი კედლის შესავსები, ან შპალერის ტონალობის დანამატი. საქართველოში ბევრი კარგი მხატვარია, მათი ნამუშევარი ცოტას აინტერესებს და კიდევ უფრო ცოტა ყიდულობს. მდიდრებიც კი ნაკლებად ინტერესდებიან მხატვრობით, – ახალმა რუსებმა და უკრაინელებმა დიდი ხანია დაიწყეს ძვირადღირებული მხატვრობის შეძენა და კონცეპტუალური ხელოვნების დაფინანსებაც, რომან აბრამოვიჩმა ლუსიენ ფროიდისა და ფრენსის ბეკონის მილიონებად შეფასებული ტილოებით შეავსო კოლექცია. ჩვენთან ასეთი ხარისხის სნობიზმს ჯერ ვერ შეხვდებით... ვერაფრით ვეღარ გაიხსნა „ცისერი გალერეა",რომელიც აღარ არის „ცისფერი" და არც მისი მომავალი მუშაობის კურატორული კონცეფციის შესახებ სმენია ვინმეს. მუზეუმები ტოტალური რემონტის მდგომარეობაში რჩებიან და ახალი თაობა ვერ ეცნობა ზოგადად მუზეუმის კულტურას, – მხოლოდ ოკუპაციის მუზეუმს, ან ზეზვას და მზიას თუ შევთავაზებთ, მათ ცნობიერებას ძალიან მწირად განვავითარებთ და მუდმივად პოსტ ტოტალიტარულ პროვინციალიზმს მივუსჯით.



ხათუნა ხაბულიანი

TBILISI OUT #1
ნანახია: 655 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2019
ძებნა საიტზე
Google ძებნა
რეკლამა
ჩვენი გამოკითხვა
აიღებთ თუ არა ჩიპიან (ბიომეტრულ) პასპორტს?
სულ პასუხი: 10
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
top.ge
Website builder - uCoz