სამშაბათი, 19.03.2024, 14:04
forum
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, Гость · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » სპორტი » სპორტი » სპორტული ორგანიზაციები (საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები)
სპორტული ორგანიზაციები
ადმინისტრაციათარიღი: სამშაბათი, 25.10.2011, 14:30 | შეტყობინება # 1
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ფიფა - უეფა - ფიდე - ფიბა - აიბა - ფირა - ფილა - ირბ - NBA
ფიფა — ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია (აკრონიმი ფრანგ. Fédération Internationale de Football Association) ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანოა. ორგანიზაციის შტაბ-ბინა ციურიხშია, შვეიცარია და მისი ამჟამინდელი პრეზიდენტია ზეპ ბლატერი.
უეფა (ფრანგ. UEFA - Union Européenne de Football Association, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი) — საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს ევროპულ ფეხბურთს და ევროპული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს. მისი მოვალეობაა სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების გამართვა და მათი ორგანიზება. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მდებარეობს აზიის ტერიტორიაზე, ასევე შესულია უეფას შემადგენლობაში. ეს ქვეყნებია: სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, თურქეთი, ისრაელი, კვიპროსი, რუსეთი და აზერბაიჯანი.

უეფა დაარსდა 1954 წლის 15 ივნისს ბაზელში. 1959 წლამდე მისი შტაბი იყო პარიზში, შემდეგ კი გადატანილ იქნა ბერნში. 1995 წლიდან იგი მდებარეობს ნიონში, შვეიცარია.
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (ფრანგ.: Federation Internationale Des Echecs - FIDE) აერთიანებს ეროვნულ საჭადრაკო ფედერაციებს. ეწევა ჭადრაკის პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში და ატარებს სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებს: მსოფლიოს ჩემპიონატებს ვაჟებსა და ქალებს შორის, მსოფლიოს ჩემპიონატებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, ვაჟთა და ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებს ანიჭებს საერთშორისო წოდებებს, აქვეყნებს ელოს კოეფიციენტთა ცხრილს და სხვა.

დაარსდა 1924 წლის ივნისს პარიზში VIII ოლიმპიური თამაშების დროს, ლ.ვენსანის (საფრანგეთი), ლ.რისეს (დიდი ბრიტანეთი) და ალექსანდრ რიუბის (ჰოლანდია) ინიციატივით. ფიდეს დამაარსებლები იყვნენ: არგენტინა, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, იუგოსლავია, კანადა, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, შვეიცარია და ჰოლანდია. პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ჰოლანდიელი ალექსანდრ რიუბი. ამჟმად აერთიანებს 163 ქვეყანის საჭადრაკო ფედერაციას. ფედერაციას აქვს საკუთარი ჰიმნი და დროშა. ფიდეს დევიზია: ,,ჩვენ ერთი ოჯახი ვართ’’(ლათ: Gens una sumus). ფიდესთნ კავშირშია მიმოწერით ჭადრაკის თამაშის საერთაშორისო ფედერაცია , უსინათლო მოჭადრაკეთა საერთშორისო ასოციაცია (IBCA), ყრუმუნჯთა საერთაშორისო საჭადრაკო კომიტეტი (ICSC), ინვალიდ სპორტსმენთა ასოციაცია (IPCA), საჭადრაკო კომპოზიციის კომიტეტი და საჭადრაკო პრესის საერთშორისო ასოცოაცია. ფიდეს სამუშო ენებია: ფრანგული, რუსული (1947 წლიდან), ინგლისური, გერმანული და ესპანური ენები. ფიდეს წევრობის უფლება აქვს ყველა ეროვნულ საჭადრაკო ფედერაციას, მხოლოდ არა უმეტეს ერთისა ერთი ქვეყნიდან. ფიდეს უმაღლესი ორგანოა გენერალური ანსამბლეა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ანსამბლეაზე ოთხი წლის ვადით ირჩევენ პრეზიდენტს და ფიდეს ბიუროს. თუ ფიდეს წევრთა 1/8 მოითხოვს რიგგარეშე ანსამბლეის ჩატარებას, მაშინ პრეზიდენტი ვალდებულია ოთხი თვის ვადაში მოიწვიოს იგი. ფიდეს ბიუროში შედიან: პრეზიდენტი, 3 ვიცე-პრეზიდენტი , გენერალური მდივანი და 4 სხვა წევრი. ბიუროს ექსტრემალურ სიტუაციებში ენიჭება ანსამბლეის უფლებები. ფიდეს ერთ-ერთი მთავარი ორგანოა ცენტრალური კომიტეტი. მის შემადგენლობაში შედიან პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, რეგიონალური ზონების პრეზიდენტები, გენერალური მდივანი, ხაზინადარი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, ბიუროს 8 წევრი, ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლები და მამაკაცთა და ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონები . ცენტრალური კომიტეტი იკრიბება წელიწადში ერთხელ. იგი ამზადებს გენერალური ანსამბლეის ჩატარებას და იმ წელს, როდესაც არ ტარდება ანსამბლეა კომიტეტი წყვეტს ფიდეს წინაშე მდგარ გადაუდებელ საკითხებს. გარდა ხელმძღვანელი ორგანოებისა ფიდეში არის სამუშო კომისიებიც.(ვაკიპედია)
 
ადმინისტრაციათარიღი: სამშაბათი, 25.10.2011, 14:30 | შეტყობინება # 2
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფრანგ. Federation Internationale de Basketball — FIBA) დაარსდა 1932 წლის ივნისს ქალაქ ჟენევაში. დამფუნებელი ქვეყნები იყვნენ: არგენტინა, იტალია, ლატვია, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვეიცარია და ჩეხოსლოვაკია. ამჟმად იგი აერთიანებს 212 ქვეყანას და 5 ზონალურ (ევროპა, ამერიკა -სამი ქვეკომიტეტით, ოკეანია, აფრიკა, აზია) კომიტეტს.

ფედერაცია აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ და არის საერთშორისო სპორტული ფედერაციების გენერალური ასოციაციის წევრი.

ფედერაციის ორგანოებია: კონგრესი, ცენტრალური ბიურო თვისი აღმასრულებელი კომიტეტით, გენერალური სამდივნო და კომისიები(ტექნიკური, ქალთა, საფინანსო, საორგანიზაციო, ჭაბუკთა, გოგონათა, იურიდიული , ტექნიკური დახმარების და მინი-კალათბურთის.

კონგრესი იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ. რიგგარეშე კონგრესი შეიძება ჩატარდეს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. ცენტრალური ბიურო ირჩევა 4 წლის ვადით და მის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი, 7 ვიცე-პრეზიდენტი (ზონალური კომიტეტების პრეზიდენტები), გენერალური მდივანი, ფინანსისტი, მინი-კალათბურთის კომიტეტის თავმჯდომარე და 9 სხვა წევრი. ბიურო იკრიბება გენერალური სამდივნოს წინადადებით არა ნაკლებ ორისა წელიწადში. წლის პირველ სხდომაზე ბიურო ირჩევს თავის აღმასრულებელ კომიტეტს (პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, ფინანსისტი და 4 წევრი).

გენერალური სამდივნო შედგება გენერალური მდივნისაგან და მისი დამხმარეებისაგან. იგი ეწევა ყოველდღიურ საქმიანობას და მჭიდროდ თანამშრომლობს საფინანსო კომისიასთან. კომისიები შედგებიან პრეზიდენტისაგან და არა უმეტეს 12 წევრისაგან. თითოეული ზონალური კომისია ასახელებს ერთ წევრს, დანარჩენ ხუთს რეკომენდაციას უწევს გენერალური სამდივნო.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (ინგლ. National Basketball Association, NBA) — ჩრდილოეთ ამერიკის მამაკაცთა პროფესიონალური კალათბურთის პრემიერ-ლიგა, რომელიც კანადისა და აშშ-ის 30 გუნდისგან შედგება. NBA არის ოთხი უმთავრესი ჩრდილოეთამერიკული პროფესიული სპორტული ლიგის წევრი, რომელიც ასევე მოიცავს NHL-ს, NFL-სა და MLB-ს.

ლიგა ქალაქ ნიუ-იორკში დაარსდა 1946 წლის 6 ივნისს, როგორ ამერიკის კალათბურთის ასოციაცია (Basketball Association of America - BAA). ლიგის შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუს #645-ში მდებარე ოლიმპიკ ტაუერში.

NBA-ში მონაწილეობას იღებს 30 საკალათბურთო გუნდი(ვიკიპედია)
 
ფორუმი » სპორტი » სპორტი » სპორტული ორგანიზაციები (საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Website builder - uCoz