კვირა, 22.12.2024, 04:33
forum
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, Гость · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
სალათები
malerთარიღი: შაბათი, 19.11.2011, 13:48 | შეტყობინება # 1
Рядовой
ჯგუფი: Users
შეტყობინებები: 6
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
აბაგურმანებო ამ თემაში მოიყარეთ თავი biggrin biggrin

დამატებულია (19.11.2011, 13:45)
---------------------------------------------
ბადრიჯანი - 1 კგ
ყველი - 400 გ
კვერცხი - 4 ცალი
კარაქი - 200 გ
არაჟანი - 400 გ
პიტნა - 1 კონა
მარილი - გემოვნებით
საშუალო ზომის ბადრიჯანს დანით ამოვაცალოთ თესლი და ნახევრად შევწვათ აირღუმელში.
ცალკე გავამზადოთ სატენი: წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, დაფხვნილი ყველი, დაჭრილი
პიტნა და კარაქი ავურიოთ ერთმანეთში და გამოვტენოთ ბადრიჯნები. დავაწყოთ კარაქწასმულ ტაფაზე
და შევდგათ აირღუმელში. როცა გამზადდება, მოვასხათ არაჟანი და მივირთვათ happy

დამატებულია (19.11.2011, 13:46)
---------------------------------------------
კარტოფილი - 1 კგ
ხახვი - 2‐3 თავი
კარაქი - 100 გრ
რძე - 100 გრ
კვერცხი - 5 ცალი
კამა - 1 კონა
ოხრახუში - 1 კონა
ტარხუნა - 1 კონა
პილპილი - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
ახალი კარტოფილი მოვხარშოთ, გავფცქვნათ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და მოვხრაკოთ წვრილად
დაჭრილ, კარაქში მოშუშულ ხახვთან ერთად.
შევაზაოთ კამით, ოხრახუშით, ტარხუნით.
მოვათავსოთ ტაფაზე, მოვასხათ რძეში გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ აირღუმელში.
გამზადების შემდეგ მოვასხათ გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

დამატებულია (19.11.2011, 13:48)
---------------------------------------------
ბადრიჯანი - 2‐3 ცალი
ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
ნიორი - 2 კბილი
ბროწეულის მარცვლები - 1/2 ჭიქა
ბროწეულის წვენი - 1/2 ჭიქა
მარილი - გემოვნებით
ნიორი დავჭრათ წვრილად, დავუმატოთ მარილი და ბროწეულის წვენი. ბადრიჯანი შევწვათ
აირღუმელში, გავაცალოთ კანი და რბილობი დავჭრათ. ბადრიჯანს დავუმატოთ ნივრის ნაზავი, წვრილად
დაჭრილი წიწაკა და ავურიოთ. მაგიდასთან მიტანის წინ სალათას მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები და
გავაფორმოთ მწვანილით.
იმფორმაცია აღებულია ამ ბმულიდან

 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Website builder - uCoz