ადმინისტრაცია | თარიღი: კვირა, 23.10.2011, 19:31 | შეტყობინება # 1 |
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
სტატუსი: Offline
| რელიგია არის იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანის ცხოვრებაზე. ეტიმოლოგიურად რელიგიის ყველაზე ცნობილი განსაზღვრებაა “ხელახლა დაკავშირება”, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ იგი ნიშნავს “(სამყაროს) განმეორებით წაკითხვას”. ეს იდეა ღირებულია ქრისტიანობისათვის, მაგრამ არა რომაული წარმართობისათვის, რომლისგანაც მომდინარეობს ეს სიტყვა. მათთვის “რელიგია” არის ღმერთთან ვისიმე ხელახლა დაკავშირების იარაღი.
|
|
| |
ადმინისტრაცია | თარიღი: კვირა, 23.10.2011, 19:32 | შეტყობინება # 2 |
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
სტატუსი: Offline
| მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი - განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით. უდიდესი, დახვეწილი რელიგიების - ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის გვერდით არსებობენ ჩამორჩენილ ტომთა პრიმიტიული რელიგიური წარმოდგენები, კერპთა თაყვანისცემა, უმარტივესი რიტუალები.
მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი რელიგიები (ფრჩხილებში მითითებულია მორწმუნეთა რიცხვი (მლნ. ადამიანი) და მსოფლიო მოსახლეობის პროცენტული წილი).
|
|
| |