ხუთშაბათი, 07.07.2022, 11:19
forum
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, Гость · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » მეცნიერება და განათლება » მეცნიერება » ევოლუციის თეორია (თეორიის განხილვა)
ევოლუციის თეორია
malerთარიღი: შაბათი, 19.11.2011, 13:26 | შეტყობინება # 1
Рядовой
ჯგუფი: Users
შეტყობინებები: 6
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თეორია ცოცხალი ბუნების ისტორიული განვითარების შესახებ ერთი ფორმის ორგანიზმთა მეორედ გარდაქმნის გზით. ევოლუციური მოძღვრების ამოცანაა სახეობათა ცვალებადობის დასაბუთება, ორგანიზმთა განვითარების მიზეზებისა და კანონზომიერებათა დადგენა მათი თავდაპირველი წარმოშობიდან დღემდე.
მეცნიერულად დასაბუთებული ევოლუციური თეორია შექმნა ჩარლზ დარვინმა, რაც ჩამოაყალიბა წიგნში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ (1859). მან ბოლო მოუღო მანამდე გაბატონებულ მეტაფიზიკურ შეხედულებებს ბუნების უცვლელობაზე და დაამკვიდრა ორგანიზმთა ცვალებადობისა და განვითარების იდეა.ვიკიპედია

დამატებულია (19.11.2011, 13:22)
---------------------------------------------
„ევოლუციური იდეების ფორმირების მნიშვნელოვან ეტაპად იქცა ჩარლზ დარვინის შრომები. მეცნიერმა შენიშნა, რომ ბევრი ორგანიზმი წარმოდგენილია მეტ-ნაკლებად მსგავსი სახეობებით, რომელთაგან თითოეული შეგუებულია კონკრეტულ გარემო პირობებს. დარვინს ეკუთვნის მოძღვრება ადაპტირებულ ნიშან-თვისებათა ფორმირებაში ბუნებრივი გადარჩევის როლის შესახებ. დარვინის აზრით, გადარჩევის მასალას წარმოადგენს ორგანიზმების არამიმართული ცვალებადობა.

მცირე ცვლილებები პოპულაციებში დღესაც შეინიშნება. მაგრამ დარვინი შორს წავიდა. მისი აზრით, ჩვენი პლანეტის ყველა თანამედროვე ბინადარი ნელ-ნელა, თანდათან თვითონ განვითარდა მარტივი ორგანიზმებიდან, ეს ჰიპოთეზა არცერთი ფაქტით არ დადასტურდა. მისი ფართო გავრცელება დროის სულისკვეთებამ მოიტანა, რომელიც ადამიანის გონების შესაძლებლობებს გაზვიადებულად უყურებდა და ყველა მოვლენის ახსნას ნატურალისტური მიდგომებით ცდილობდა.

დარვინმა სახელგანთქმული კემბრიჯის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველი ფაკულტეტი დაამთავრა. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ მისმა აზრებმა „ევოლუცია“ განიცადეს, მეცნიერი სიცოცხლის წარმოშობის უპირველეს მიზეზად ღვთის შემოქმედებით აქტს თვლიდა. ის წერდა: „იმის აღიარების შეუძლებლობა, რომ უზარმაზარი და საოცარი სამყარო ჩვენი, გონიერი არსებების, ჩათვლით შემთხვევით წარმოიშვა, მე მიმაჩნია ღვთის არსებობის მთავარ დამამტკიცებელ საბუთად“.

XX საუკუნის პირველ ნახევარში ცხადი გახდა, რომ ბუნებრივი გადარჩევის თეორიით ვერანაირად ვერ აიხსნებოდა ზესახეობრივი ტაქსონების ფორმირება. გენეტიკის მონაცემები მკვეთრად გაემიჯნენ დარვინისეულ თვისებათა თანდათანობით ცვლილებების მექანიზმს.

მთელი რიგი მეცნიერებისა - ს.ჩეტვერიკოვი, ჯ.ჰოლდეინი, ჯ.ჰექსლი, ფ.დობჟანსკი, ე.მაირი, ი.შმალჰაუზენი, ა.ნ. და ა.ს სევერცოვები, ლ.ტატარინოვი და სხვები ცდილობდნენ თავი დაეღწიათ დარვინის ჰიპოთეზის უსაფუძვლობისათვის და შექმნეს, ეგრეთ წოდებული, ევოლუციის სინთეზური თეორია. ეს იყო მცდელობა, აეგოთ ევოლუციური თეორია გენეტიკის მონაცემთა გათვალისწინებით, რომელიც მუტაციურ ცვლილებებს და ბუნებრივ გადარჩევას პოპულაციურ დონეზე განიხილავდა. ამავდროულად მეცნიერებაში ყალიბდებოდა სინთეზური თეორიის საწინააღმდეგო შეხედულებები. 1920-იან წლებში აკადემიკოსი ლ.ს. ბერგი მართებულად ამტკიცებდა, რომ შემთხვევითი და არამიმართული ხასიათის ცვლილებებს შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ დაარღვიონ ორგანიზმის გამართული მუშაობა და არასდროს არ სრულყოფენ და არ ხვეწენ მას. XX საუკუნის მეორე ნახევარში ევოლუციური თეორია დაიშალა მრავალ ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავ ჰიპოთეზებად, რომლებიც ვერანაირად ვერ აყალიბებდნენ რთული სისტემის ევოლუციის ძირითად მექანიზმს.

ახალი მეცნიერული მონაცემები ცხადყოფდნენ იმ ჰიპოთეზის უმწეობას, რომელიც ითვალისწინებდა ბუნებრივი გადარჩევის საშუალებით თითოეული ნიშან-თვისების ჩამოყალიბებას. ამის გამო 1968 წელს მოლეკულურ ბიოლოგიაში მოღვაწე მეცნიერებმა მ. კიმურამ, ტ. ჯუქსმა და დ. კინგმა შემოგვთავაზეს ევოლუციის ჰიპოთეზა ნეიტრალური მუტაციების საფუძველზე. ეს მუტაციები არ ექვემდებარებოდა ბუნებრივი გადარჩევის პროცესებს. ამ „ნეიტრალურმა ევოლუციურმა თეორიამ“ მძაფრი კრიტიკა გამოიწვია ბუნებრივი გადარჩევის „შემოქმედებითი როლის“ (დარვინის მიხედვით) მომხრე მეცნიერების მხრიდან.

დამატებულია (19.11.2011, 13:23)
---------------------------------------------
1972 წელს ორი ცნობილი პალეონტოლოგი ნ.ელდრიჯი ამერიკის ბუნებისმცოდნეობის ისტორიის მუზეუმიდან და ს.გულდი ჰარვარდიდან, იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ არ არსებობს მსხვილ ტაქსონებს შორის გარდამავალი ფორმები, მივიდნენ დასკვნამდე: ევოლუცია თანდათანობითი ცვლილებების გზით შეუძლებელია წარმართულიყო. მათ კონცეფცია წამოაყენეს ევოლუციის არათანაბარი ტემპის შესახებ, რომელიც მიმდინარეობდა სტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდების და სწრაფი ევოლუციური ნახტომების მონაცვლეობით, ანუ ეს იყო „წყვეტილი წონასწორობის“ პიპოთეზა. კამათი ამ თემაზე დღესაც არ წყდება, მაგრამ ასეთი ნახტომების მექანიზმი ჯერ კიდევ უცნობია.

გერმანელი პალეონტოლოგი ო.შინდევოლფი და ამერიკელი გენეტიკოსი რ.გოლდშმიდტი ცდილობდნენ ერთმანეთთან შეეთანხმებინათ ევოლუციური თეორია და ნამარხი გარდამავალი ფორმების არარსებობის ფაქტი. მათ ევოლუციის სინთერზური თეორიის მცირე მუტაციური ცვლილებების საპირისპიროდ შემოგვთავაზეს ჰიპოთეზა „სისტემური მუტაციების“ შესახებ, რომელსაც მივყავართ გენომის დიდ გარდაქმნამდე ე.წ. „დამაიმედებელი სიმახინჯეების“ წარმოქმნამდე. შინდევოლფის აზრით, „პირველი ჩიტი ქვეწარმავლის კვერცხიდან გამოფრინდა“. ძნელი გასაგები არ უნდა იყოს, თუ რა სიმრავლის წარმოუდგენელ არსებებს გააჩენდა მსგავსი შემთხვევითი პროცესები. ამის გათვალისწინებით გენეტიკოსები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თუკი ასეთი ნახტომები მართლაც მიგვიყვანდა თანამედროვე ფლორისა და ფაუნის წარმოშობამდე, ეს შესაძლებელი იქნებოდა ისევ და ისევ შემოქმედი ღმერთის ჩანაფიქრის შესაბამისად.

რუსმა მეცნიერებმა ი.ალტუხოვმა და ნ.ვორონცოვმა ივარაუდეს, რომ ევოლუციური განვითარება შესაძლებელია მოხდეს გენომის განსაზღვრულ ნაწილში ნახტომისებური ცვლილებების გზით. ნ.ვორონცოვმა აგრეთვე წამოაყენა ჰიპოთეზა მოზაიკური ევოლუციის თაობაზე (ორგანიზმის ფრაგმენტების ცვლილებების საშუალებით).

თანამედროვე ევოლუციური თეორია წარმოადგენს ურთიერთგამომრიცხავ და ურთიერთსაპირისპირო კონცეფციების ერთობლიობას, რომელთაგან ვერცერთი ვერ ხსნის ორგანიზმთა წარმოშობას.

სავარაუდო მაკროევოლუციის ერთადერთ დამამტკიცებელ საბუთად პალეონტოგიური ნამარხები გამოდგებოდა, რომლებიც ცხადყოფდნენ, თუ როგორ გადადიოდა ერთი სახეობა მეორეში, მაგრამ ასეთი გარდამავალი ფორმები არასდროს და არსად არ არის ნაპოვნი.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ავტორიტეტული გენეტიკოსი და ევოლუციონისტი ე.კ.ხუსნუტდინოვი აღიარებს, რომ მეცნიერული მონაცემების ჩარჩოებში სავსებით „შესაძლოა ვიფიქროთ,“ რომ ეს სამყარო ევოლუციის პროდუქტი არ არის, არამედ იგი ღვთის შემოქმედებაა. რადგანაც თანამედროვე მეცნიერებს შესანიშნავად ესმით ევოლუციური თეორიის დასაბუთების მთელი სირთულეები, ისინი სულ უფრო ხშირად უბრუნდებიან წმიდა წერილს“

დამატებულია (19.11.2011, 13:23)
---------------------------------------------
2. ევოლუციური მოძღვრების დამადასტურებელ
ფაქტად თავის დროზე მიჩნეული იყო რუდიმენტების არსებობა

„რუდიმენტები, ასე ეძახიან იმ ორგანოებს, რომლებიც ცხოველებში თითქოს არავითარ ფუნქციას აღარ ასრულებენ, მაგრამ მათ დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ ორგანიზმის ევოლუციური წინაპრისთვის. მე-19 საუკუნეში მიჩნეული იყო, რომ ადამიანს 180-მდე რუდიმენტული ორგანო გააჩნდა. ამ ორგანოებს მიაკუთვნებდნენ თვალის მესამე ქუთუთოს, ფარისებრ და ნუშისებრ ჯირკვლებს, მუხლის მენისკს, აპენდიქსს, კუდუსუნს და მრავალ სხვა ორგანოს, რომელთა ფუნქციებიც არ იყო აღმოჩენილი და შესწავლილი. როგორც დადგინდა, ადამიანს არა აქვს არცერთი უსარგებლო ორგანო და ყველას თავის ფუნქცია გააჩნია.

თვალის მესამე ქუთუთო ანუ ნახევარმთვარისებური ნაკეცი მდებარეობს თვალის შიგა კუთხეში და თვალის კაკალს ეხმარება შეტრიალდეს ნებისმიერი მიმართულებით. მის გარეშე მობრუნების კუთხე მკვეთრად შეზღუდული იქნებოდა. ის ატენიანებს თვალს და მონაწილეობს თვალში მოხვედრილი უცხო სხეულის ჩამოწმენდაში. ეს ნაკეცი გამოყოფს წებოვან ნივთიერებას, რომელიც აგროვებს უცხო ნაწილაკებს პატარა გროვებად და აადვილებს თვალის ზედაპირიდან მათ უსაფრთხო მოცილებას. ნახევარმთვარისებური ნაკეცი შეუძლებელია ჩაითვალოს ცხოველთა მოხამხამე აპკის ნაშთად იმ მიზეზის გამო, რომ ეს ორგანოები სხვადასხვა ნერვებით ინერვირდება.

როგორც აღმოჩნდა, აპენდიქსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის იმუნურ სისტემაში, განსაკუთრებით კი ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდში. მას გააჩნია დამცველი ფუნქცია და ახორციელებს ბრმა ნაწლავის ბაქტერიული ფლორის კონტროლს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ აპენდიქსის ამოცლის შემთხვევაში იზრდება ავთვისებიან წარმონაქმნთა რისკი.

ამერიკაში 30-იან წლებში ბავშვების ნახევარზე მეტს მოაცილეს „სრულიად უსარგებლო“ ნუშისებრი ჯირკვლები. დროთა განმავლობაში ნიუ-იორკის ონკოლოგიური სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ამოცლილი ჰქონდათ ნუშისებრი ჯირკვლები, დაახლოებით სამჯერ მეტად იყვნენ დაავადებულნი ლიმფოგრანულო მატოზით - ავთვისებიანი დაავადებით.

1889 წელს ფრანგმა ექიმმა ფ. გლენარმა წამოაყენა ორიგინალური კონცეფცია იმის შესახებ, რომ ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა სრულყოფილი არ არის, რასაც ის ხსნიდა ადამიანის ცხოველური წარმოშობით. ამის შესახებ მან 30-მდე სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნა. ადამიანს, რომელსაც აწუხებდა ტკივილი კუჭის არეში, უსვამდნენ დიაგნოზს: „გლენარის სინდრომს“ (ნაწლავებისა და სხვა ორგანოების დაწევა). მათ ენიშნებოდათ ქირურგიული ჩარევით ბრმა ნაწლავის ფიქსაცია და გასტროპექსია - ეს რთული ოპერაციები მიზნად ისახავდა ბუნების „არასრულყოფილების“ გამოსწორებას.

ი. მეჩნიკოვმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმად, ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯერ კიდევ ევოლუციური განვითარების ეტაპებს გადის და ცუდადაა შეგუებული კვების რაციონს. ამ ჰიპოთეზით შთაგონებულმა ინგლისელმა ექიმმა ლეინმა დაიწყო ოპერაციების კეთება. იგი ადამიანებს უმოკლებდა მსხვილ ნაწლავს. პირველ რიგში ლეინს მიაჩნდა, რომ ადამიანებს ათავისუფლებდა ლპობის ბაქტერიებისაგან, რომლებიც მსხვილ ნაწლავებში ბინადრობენ. მას მიაჩნდა, რომ ამ გზით შესაძლებელი იყო უამრავი დაავადების განკურნება: დაწყებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით და დამთავრებული შიზოფრენიით. მარტო ლეინმა დაახლოებით ამ ტიპის 1000-ზე მეტი ოპერაცია გააკეთა. მას მიმდევრებიც ბევრი ჰყავდა.

ეს მონათხრობი დღეს განცვიფრებასა და გაოგნებას იწვევს. უნდა ითქვას, რომ ამ ექსპერიმენტების უკან ათასობით საბრალო მსხვერპლია, მათ შორის დაღუპულებიც“ (გვ. 200-201).

დამატებულია (19.11.2011, 13:26)
---------------------------------------------
სრულყოფილი სტატია იხილეთ ამ ბმულზეwww.orthodoxy.ge

შეტყობინება შეასწორა maler - შაბათი, 19.11.2011, 13:19
 
ფორუმი » მეცნიერება და განათლება » მეცნიერება » ევოლუციის თეორია (თეორიის განხილვა)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Website builder - uCoz