პარასკევი, 29.03.2024, 11:07
forum
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, Гость · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » მთავარი ფორუმი » პროგრამები/პროგრამირება » პროგრამები მობილური ტელეფონისთვის (ყველაფერი მობილური პროგრამებზე)
პროგრამები მობილური ტელეფონისთვის
ადმინისტრაციათარიღი: სამშაბათი, 25.10.2011, 13:47 | შეტყობინება # 1
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
Symbian OS (სიმბიანი) არის ოპერაციული სისტემა მობილური ტელეფონებისათვის და პორტატიული ციფრული მოწყობილობებისათვის, შექმნილი Symbian Ltd–ს მიერ.

მობილური ტელეფონებისათვის არსებობს შემდეგი ოპერაციული სისტემები: Symbian OS, Windows Mobile, Linux, Palm OS, Juix, (ჯავა და ლინუქსი) Savaje OS (ჯერჯერობით უცნობი ოპერაციული სისტემა რომელიც, მთლიანად Java ტექნოლოგიაზეა დამყარებული). ჩამოთვლილთაგან უმეტესობა მობილური აპარატების მომხმარებელთათვის მეტნაკლებად ნაცნობია.

სიმბიანი არის ერთ-ერთი გამოსავალი მობილური ტელეფონებისათვის, რომელიც ემყარება PDA-ს ფუნქციებს და ჩატვირთვისთვის მინიმალურ დროს საჭიროებს. სამწუხაროდ ამ პლატფორმაზე მომუშავე ტელეფონები ნაკლებად ძლიერი (მაქსიმუმი 220 MHz, 8.1 ვერსიის შემთხვევაში) პროცესორებით არის აღჭურვილი, ამიტომაც მწარმოებლურობაც არც ისე მაღალია. ამიტომაც მომხმარებელს ხშირად უწევს გაშვებულ პროგრამებზე თვალის დევნება, რათა არ მოხდეს ოპერატიული მეხსიერების და შემდეგ ტელეფონის გადატვირთვა(ვიკიპედია)
 
ადმინისტრაციათარიღი: სამშაბათი, 25.10.2011, 13:48 | შეტყობინება # 2
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
Tablet PC (შესაძლოა, ითარგმნოს, როგორც "დაფა-კომპიუტერი") არის იგივე ლეპტოპი, აღჭურვილი პატარა კალმით და სენსორული დისპლეით (touchscreen). ეს პატარა, მაგრამ მობილური მოწყობილობა, კონკურენციას უწევს დიდ ნოუთბუქებს, თავისი მცირე ზომის, დაბალი ფასის და ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის ხანგრძლივობის შედეგად.

Tablet PC პოპულარული გახდა 2001 წლიდან, მას შემდეგ რაც კომპანიამ Microsoft წარმოებაში გამოუშვა როგორც "კალმიანი კომპიუტერი", რომელიც აღჭურვილი იყო ოპერაციული სისტემით "Windows XP Tablet PC Edition". Tablet PC არის პერსონალური კომპიუტერი, სადაც მომხმარებელს შეუძლია დააინსტალიროს ამ მოწყობილობასთან თავსებადი პროგრამები თუ ოპერაციული სისტემები. მის მსგავს სხვა მოწყობილებს (eBook reader-ებს ან PDA–ს) მსგავსი ფუნქცია არ გააჩნიათ.(ვიკიპედია)
 
ადმინისტრაციათარიღი: სამშაბათი, 25.10.2011, 13:49 | შეტყობინება # 3
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ჯავა (ინგლ. Java წარმოითქმის, /dʒɑːvə/) არის ზოგადი დანიშნულების, კონკურენტული, ობიექტურად ორიენტირებული პროგრამირების ენა. Java არის მკაცრად (სტატიკურად) ტიპიზირებული ენა. სინტაქსური აგებულებით ის წააგავს უფრო ადრეულ ენებს C და C++. მისი ობიექტური მოდელი აგრეთვე მნიშვნეოვნად ნასესხებია C++ და Smalltalk ენებიდან. Java პროგრამები კომპილირდება ბაიტ-კოდებში და ეშვება Java ვირტულურ მანქანაში (JVM), რაც უზრუნველყოფს კომპილირებული პროგრამის დამოუკიდებლობას გამშვები სისტემასთან მიმართებაში.

ოფიციალურად Java 1995 წლის 23 მაისს გამოვიდა. Java-ს პირველადი შემუშავება ეკუთვნის Sun Microsystems, რომელიც დღემდე რჩება Java ვირტუალური მანქანის და ენის სპეციფიკაციის ძირითად განმსაზღვრელად.

Java მხარდაჭერილია ძირითად კომპიუტერულ და მობილურ ოპერაციულ სისტემებში, უამრავ საყოფაცხოვრებო და ციფრული მოწყობილობაში, აგრეთვე საბანკო პლასტიკურ და სხვა სახის სერვის ბარათებში.

დღეს Java ყველაზე გავრცელებული ენაა, მოწყობილობათა რაოდენობის მიხედვით, რომლებიც ასრულებენ Java პროგრამებს და, აგრეთვე, ყველაზე პოპულარული ენაა იმ პროგრამისტების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც წერენ თავის პროგრამებს Java-ზე.(ვიკიპედია)
 
ფორუმი » მთავარი ფორუმი » პროგრამები/პროგრამირება » პროგრამები მობილური ტელეფონისთვის (ყველაფერი მობილური პროგრამებზე)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Website builder - uCoz