სამშაბათი, 19.03.2024, 08:38
forum
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, Гость · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » მთავარი ფორუმი » პროგრამები/პროგრამირება » Symbian OS (Symbian OS)
Symbian OS
ადმინისტრაციათარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 03:40 | შეტყობინება # 1
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
Symbian OS (სიმბიანი) არის ოპერაციული სისტემა მობილური ტელეფონებისათვის და პორტატიული ციფრული მოწყობილობებისათვის, შექმნილი Symbian Ltd–ს მიერ.

მობილური ტელეფონებისათვის არსებობს შემდეგი ოპერაციული სისტემები: Symbian OS, Windows Mobile, Linux, Palm OS, Juix, (ჯავა და ლინუქსი) Savaje OS (ჯერჯერობით უცნობი ოპერაციული სისტემა რომელიც, მთლიანად Java ტექნოლოგიაზეა დამყარებული). ჩამოთვლილთაგან უმეტესობა მობილური აპარატების მომხმარებელთათვის მეტნაკლებად ნაცნობია.

სიმბიანი არის ერთ-ერთი გამოსავალი მობილური ტელეფონებისათვის, რომელიც ემყარება PDA-ს ფუნქციებს და ჩატვირთვისთვის მინიმალურ დროს საჭიროებს. სამწუხაროდ ამ პლატფორმაზე მომუშავე ტელეფონები ნაკლებად ძლიერი (მაქსიმუმი 220 MHz, 8.1 ვერსიის შემთხვევაში) პროცესორებით არის აღჭურვილი, ამიტომაც მწარმოებლურობაც არც ისე მაღალია. ამიტომაც მომხმარებელს ხშირად უწევს გაშვებულ პროგრამებზე თვალის დევნება, რათა არ მოხდეს ოპერატიული მეხსიერების და შემდეგ ტელეფონის გადატვირთვა.
 
ადმინისტრაციათარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 03:41 | შეტყობინება # 2
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ისტორია

სიმბიანი EPOC პლათფორმის მემკვიდრეა, რომელიც თავის მხრივ Psion-ის კლასის ციფრულ ორგანაიზერებს ეფუძნებოდა. 1984 წელს გამოდის პირველი ციფრული პერსონალური ორგანაიზერი Psion Organizer. სწორედ აღნიშნულმა მოწყობილობამ გადააწყვეტინა ბრიტანელ მწარმოებელ Psion-ს შეექმნა ოპერაციული სისტემა, რაც მოგვიანებით, 1991 წლს განხორციელდა და ორგანაიზერების ხაზი Psion Series 3 გამოვიდა, სადაც პირველად იქნა გამოიყენებული ოპერაციული სისტემა SIBO (მეორე სახელი Symbian 16). მიზნის განსახორციელებლად Psion-ის დამფუძნებელმა დევიდ პოტერმა მოკავშირეების ძებნა დაიწყო. მას შეუეთდნენ Ericssson, Motorola და Nokia და კომპანია Symbian-ი ჩამოაყალიბეს, რომელიც თავიდან Psion-ის ფილიალი იყო, შემდეგ კი დამოუკიდებელი კონცერნი გახდა.

1997 წელს Symbian OS-ის პირველი ვერსია გამოვიდა, თუმცა საკმაოდ სუსტი გამოდგა. მხოლოდ 1999 წელს გამოსულმა Symbian OS 5.0 ვერსიამ უზრუნველყო მუშაობის რეალური შედეგის მიღწევა. ინჟინრებმა ორ წელიწადში სისტემის ხუთი ვერსია დაამუშავეს, რომელზეც Psion Series 7 და Psion Revo+ კომპიუტერები მუშაობდნენ.

2001 წელს გამოვიდა პირველი Symbian OS-ის ქვეშ მომუშავე ტელეფონი-კომუნიკატორი Nokia 9210 ვერსიით 6.0. იგი ARM9-ს ტიპის 52 MHz-იან პროცესორზე მუშაობდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იყო იმ დროისათვის მობილურ აპარატზე.

2002 წლის მეორე კვარტალში გამოდის 2001 წლის ნოემბერში ანონსირებული Nokia 7650.ის Symbian OS 6.1 ქვეშ მუშაობდა და ARM9 ტიპის 104 MHz-იანი პროცესორი გააჩნდა.

აღსანიშნავია რომ, დღემდე აღნიშნული OS-ით აღჭურვილი მობილური ტელეფონები გამოშვებული აქვს ცნობილ კომპანიებს: Arima, Sanyo, Sendo, Mitsubishi, BenQ, Foma, Motorola, Nokia, Panasonic, Samsung, Siemens, Fujitsu, SonyEricsson, LG, და მსოფლიოში სმარტფონების 76% მასზე მუშაობს. საკმაოდ დიდია Nokia-ს წილი ამ ოპერაციული სისტემის განვითარებასა და ფორმირებაში. ფინურ გიგანტს 2004 წლის დასაწყისში სურვილი ჰქონდა შეეძინა კონცერნ Symbian-ის საკონტროლო პაკეტი, რაც შესაძლო მონოპოლიზების გამო პარტნიორმა მწარმოებლებმა არ დაუშვეს.
 
ადმინისტრაციათარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 03:41 | შეტყობინება # 3
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სერიები

Symbian OS-ის ქვეშ მომუშავე მობილური ტელეფონები იყოფა სერიებად, სამომხმარებლო ინტერფეისების მიხედვით:
S60
S80
S90
UIQ

მნიშვნელოვანია რომ,მსოფლიოში და საქართველოშიც ყველა გავრცელებული სერია S60 გახლავთ

S60-ზე მომუშავე სმარტფონები ხასიათდებიან მობილური აპარატებისათვის დამახასიათებელი ფორმ-ფაქტორებითა და ძირითად შემთხვევაში QVGA (240X320) გაფართოების ეკრანით. სწორედ ეს პლათფორმა არის ყველაზე მეტად გავრცელებული Symbian OS მოწყობილობებში.( Lenovo P930, Nokia N71, Nokia N80, Nokia E61, Nokia E70, Nokia E60, Nokia 3250, Nokia N91, Nokia N70, Nokia N90, Nokia 6682, Nokia 6681, Nokia 6680, Nokia 3230, Nokia 6670, Nokia 6630, Nokia 6260, Nokia N-Gage QD, Nokia 7610, Nokia 6620, Nokia 3660, Nokia 3620, Nokia 6600, Nokia 3600, Nokia N-Gage, Nokia 3650,Nokia 7650, Panasonic X800, Panasonic X700, Samsung SGH-D730, Samsung SGH - D720, Samsung SGH – D710, Samsung SGH – D700, Siemens SX1 nokia 5320 Xpress music. nokia 5630 XpressMusic, n95, n95 8GB.n78,n81,n81 8GB )

Series 80-ის ქვეშ მომუშავე კომუნიკატორები აღჭურვილნი არიან QWERTY კლავიატურით, ინტეგრირებული “თაგვით” ნავიგაციისთვის, 2 ეკრანიანი, NoteBook-ის მსგავსი, გასახსნელი კორპუსით და დიდი მოცულობის შიდა მეხსიერებით.(Nokia 9210/9210i, Nokia 9290, Nokia 9500, Nokia 9300/9300i)

Series 90 არც თუ ისე წარმატებული პლათფორმაა. მასზე მხოლოდ ორი აპარატი Nokia 7700 და Nokia 7710-ია გამოშვებული. წარუმატებლობის გამო 7700 მოხსნილია წარმოებიდან და 7710 განახლებული ვერსიით კვლავ გამოდის. ორივე მულტიმედია ტელეფონი სენსორული ეკრანითაა აღჭურვილი, გააჩნიათ ვირტუალური QWERTY კლავიატურა და დიდი შიდა მეხსირება. შესაძლებელია მწარმოებელმა აღნიშნული სერია არაპერსპექტიულობის გამო დახუროს. ყოველშემთხვევაში S90-ზე მომუშავე აპარატების გამოსვლა უახლოეს მომავალში არ არის ანონსირებული.

UIQ –ს ლიდერად SonyEricsson (P800, P900, P910, P990) და Motorola (Motorola A920/A925, Motorola A1000) გვევლინება. ამ ინტერფისისთვის დამახასიათებელია სენსორული, 240X320 გაფართოების მქონე ეკრანი და ზოგ შემთხვევაში QWERTY კლავიატურა. ოპერაცილი სისტემის ამ ნაწილში აგრეთვე, საკმაოდ მყარი პოზიციები უკავია BenQ-ს P30 და P31-ით. ერთადერთი Nokia-ს UIQ აპარატი არის 6708, ჩვეულებრივი კლავიატურითა და სენსორული ეკრანით, რომელიც რეალურად Nokia-ს ბრანდით გამოშვებული BenQ-ს P30-ია.
 
ადმინისტრაციათარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 03:43 | შეტყობინება # 4
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ვერსიები
დღეისათვის არსებობს S60-ს ბოლო, მესამე რედაქცია, ვერსიით 9.1(მასზე მუშაობენ Nokia 3250, Nokia N71, Nokia N80, Nokia N91, Nokia N92, Nokia E60, Nokia E61, Nokia E70 და სხვა), რომელშიც ოპერაციული სისტემის დონეზე რეალიზებულია Bluetooth 1.2 ვერსია(დამატებულია SIM Access profile, რაც საავტომობილო გარნიტურებთან ხმამაღალი კავშირის დამყარების სრულ ფუნქციონალურობას განაპირობებს),WLAN (WiFi), USB 2.0, SD_miniSD ბარათების, QWERTY კლავიატურის, WCDMA Cell Broadcast (CBS) შეტყობინებების მიღების, მხარდაჭერა. ეს არის ძირითადი, მაგრამ, არასრული ჩამონათვალი იმ ცვლილებებისა და დამატებებისა რაც მესამე რედაქციაში შევიდა. მეორე რედაქციის ანუ S60 2nd Edition, Feature Pack 3 — Symbian OS 8.1-ს ქვეშ მომუშავე აპარატები ARM9 ტიპის 220 MHz სიხშირიანი პროცესორებით არიან აღჭურვილნი.
S60 1st Edition — Symbian OS v6.1

Nokia 7650, Nokia 3650, Nokia 3660, Nokia N-Gage, Nokia N-Gage QD, Sendo X и RoverPC Sendo X1, Siemens SX1
S60 2nd Edition — Symbian OS v7.0s

Nokia 6600, Nokia 7610, Nokia 6260, Nokia 3230, Nokia 6670, Panasonic X700, Panasonic X800, Samsung D720, Samsung D730
S60 2nd Edition, Feature Pack 2 — Symbian OS v8.0a

Nokia 6630, Nokia 6680, Nokia 6681, Lenovo P930
S60 2nd Edition, Feature Pack 3 — Symbian OS v8.1a

Nokia N70, Nokia N90
S60 3rd Edition, Feature Pack 1 — Symbian OS v9.1

Nokia 3250, Nokia N71, Nokia N80, Nokia N91, Nokia N92, Nokia E60, Nokia E61, Nokia E70
S60 3rd Edition, Feature Pack 2 — Symbian OS v9.2

nokia 6120
S60 3rd Edition, Feature Pack 2 — Symbian OS v9.3

nokia 6220;მასალები აღებულია ვიკიპედიიდან
 
ფორუმი » მთავარი ფორუმი » პროგრამები/პროგრამირება » Symbian OS (Symbian OS)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Website builder - uCoz