პარასკევი, 29.03.2024, 15:02
forum
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, Гость · RSS
.
შესვლის ფორმა
მინი-ჩეთი
200
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 ბლოგი

შესავალი

სამყაროს შემეცნებისაკენ მიმართული გონება ააშენებს მეცნიერულ სისტემებს, ყველაფერს რაც მის წინააღმდეგ იყო მიმართული დაიმორჩილებს, გაიგებს......მაგრამ ეს გონება ვერ გაიგებს მეორე ადამიანს და საკუთარ თავს, ეს ცოდნის სფეროს სცილდება, სხვაგვარად შეუძლებელია ახსნა მოუძებნო რაციონალური ცოდნის მწვერვალზე მყოფი ადამიანური გონების მოქმედებებს, რომელიც მეოცე საუკუნეს რევოლუციებით ნგრევით, სისხლით იწყებს...ნიცშე იტყვის: „ღმერთი მოკვდა" და ეს ღირებულებების სიკვდილს ნიშნავდა......ძალაუფლების ნება,....

...სწორედ ეს გონიერი და არა ფოთლებით შემოსილი ადამიანი, იწყებს ადამი ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 2090 | დაამატა: ადმინისტრაცია | თარიღი: 24.01.2012 | კომენტარი (0)

ტექნიციზმის ესთეტიკა


ტექნიციზმის მსოფლმხედველობრივ საფუძვლად უნდა ჩაითვალოს ოსვალდ შპენგლერის ნაშრომი – „ადამიანი და ტექნიკა".


ოსვალდ არნოლდ გოტფრიდ შპენგლერი (გერმ. Oswald Arnold Gottfried Spengler; დ. 29 მაისი, 1880, ბლანკენბურგი — გ. 8 მაისი, 1936, მიუნხენი) — გერმანელი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი. ავტორი გახმაურებული ნაშრომისა ევროპის დაი ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 2681 | დაამატა: ადმინისტრაცია | თარიღი: 24.01.2012 | კომენტარი (0)

ფროიდის კონცეფციაში, მხატვრული შემოქმედების ანალიზს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მხატვრული შემოქმედებით ფროიდის დაინტერესება იწყება ფსიქიატრიული მკურნალობის ფსიქოანალიზური მეთოდის შექმნის პარალელეურად. მხატვრული შემოქმედება მასთან გადაიქცევა ფსიქოანალიზის, როგორც მეთოდის ერთ–ერთ ძირითად კომპონენტად, რომელსაც თავისი თეორიული და პრაქტიკული ფუნქციები გააჩნია. სწორედ აქედან იწყება ესთეტიკაში მხატვრული შემოქმედების პროცესის ცენტრალურ, პირველხარისხოვან პრობლემად გადმონაცვლება.

ფსიქოანალიზის ჩვენს მიერ გადმოცემული პრინციპული დებულებები თეორიულ ფუნდამენტს წარმოადგენენ ფროიდის მხატვრული შე ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 2942 | დაამატა: ადმინისტრაცია | თარიღი: 24.01.2012 | კომენტარი (0)

მხატვრული შემოქმედების პრობლემას ესთეტიკაში მე–20 საუკუნემდე , ფაქტიურად პერიფერიული და, ამდენად, უმნიშვნელო ადგილი ეკავა. მე–20 საუკუნის დასაწყისიდან კი განსაკუთრებული ინტერესის საგანი ხდება. მეტიც მან ესთეტიკის ყველაზე პრინციპული მნიშვნელობის მქონე საკითხების რიგში გადმოინაცვლა და ამ მეცნიერების ეთ–ერთ წამყვან პრობლემად იქცა. ის დიდი გავლენა, რომელიც მეოცე საუკუნიდან ზიგმუნდ ფროიდსდა მის მიმდევრებს აქვთ მხატვრულ კულტურასა და ესთეტიკურ თეორიაზე ტრანსფორმაციას განიცდიან და სხვადასხვაგვარი განვითარებით ადგილს პოულობენ ფროიდიზმის მრავალრიცხოვან წარმომადგენელთა ნააზრევში. ამ წარმომადგენელთა შორის ცენტრალური ფიგურა კარლ გუსტავ იუნგი ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 5349 | დაამატა: ადმინისტრაცია | თარიღი: 24.01.2012 | კომენტარი (0)

რატომ არ უყვართ საქართველოში მხატვრობა....

ერთხელ ასეთი მოსაზრება მოვისმინე, – მერვე საუკუნის ბიზანტიურმა ხატმებრძოლეობამ ისეთი ტრამვა მიაყენა ქართულ კულტურას, რომ საერთოდ დაუხშო ვიზუალური გამოსახულების მოთხოვნილებაო... ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება ესეც იყო სხვებთან ერთად. ყოველ შემთხვევაში დაზგური ფერწერა რომ ძალიან გვიან გაჩნდა საქართველოში, ნამდვილად ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ ექსტერიერისა თუ ინტერიერის დიზაინი, რომელსაც ვხვდებით, უმეტესად უგემოვნოა, სურათი კი ცარიელი კედლის შესავსები, ან შპალერის ტონალობის დანამატი. საქართველოში ბევრი კარგი მხატვარია, მათი ნამუშევარი ცოტას აინტერესებს და კიდევ უფრო ცოტა ყიდულობს. მდიდრებიც კი ნაკლებად ინტერესდებიან მხატვრობით, – ახალმა რუსებმა და უკრაინელებმა დიდი ხანია დაიწყეს ძვირადღირებული მხატვრობის შეძენა და კონცეპტუალური ხელოვნების დაფინანსებაც, რომან აბრამოვიჩმა ლუსიენ ფროიდისა და ფრენსის ბეკონის მილიონებად შეფასებული ტილოებით შეავსო კოლექცია. ჩვენთან ასეთი ხარისხის სნობიზმს ჯერ ვერ შეხვდებით... ვერაფრით ვეღარ გაიხსნა „ცისერი გალერეა",რომელ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 968 | დაამატა: ადმინისტრაცია | თარიღი: 11.12.2011 | კომენტარი (0)

მისი მხატვრული რეაქციები იდეების კრიზისზე, სტერეოტიპებზე, სოციალურსა თუ პოლიტიკურ პრობლემებზე არასდროს დაგტოვებთ გულგრილს მიუხედავად იმისა, თანამედროვე ხელოვნების საკმაოდ რთულსა და პრეტენზიულ ენაში ერკვევით თუ არა...

მაურიციო კატელანის ნამუშევრები შეიძლება დახასიათდეს როგორც ორაზროვანი, შოკისმომგვრელი, ტაბუების დამანგრეველი, პროვოკაციული, არაპროგნოზირებადი და ა.შ.. მას თანამედროვე ხელოვნების "მასხარად” იცნობენ, რომელიც თავისუფალია როგორც კონიუნქტურისაგან, ისე კორექტულობისაგან. კლასიკური იკონოგრაფია როგორ ტრანსფორმაციას განიცდის თანამედროვე ხელოვნებაში, მაურიციო კატელანის ნამუშევრებში შეიძლება ნახოთ. 1998 წელს გამოფენილი "იესო ნაზარეველი” სკულპტურა იყო – სახედარი (ფიტული) ზურგზე აკიდებული ტვირთით – ძველი, მასიური ტელევიზორით. ერთია, რომ მასმედიისა და პოპ კულტურის გავლენა, მისი ძალაუფლება XX საუკუნის კულტურული დისკურსის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო და მეორე, თუ მისი კრიტიკა როგორ ვიზუალურ ფორმას იღებს ამ ხელოვანთან. მთელი ქრისტიანული ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი სცენა - როგორ შედის იე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1434 | დაამატა: ადმინისტრაცია | თარიღი: 11.12.2011 | კომენტარი (0)

კარლ მარქსის ტექსტებში არის ერთი პასაჟი, რომელიც იმდენად ზუსტია რამდენადაც პოპულარული და მართლაც, მისი პოპულარულობის მიზეზიც სწორედ სიზუსტეა: „ჰეგელმა სადღაც აღნიშნა, რომ მსოფლიო ისტორიის ყველა უდიდესი ფაქტი და პერსონაჟი, როგორც წესი, ორჯერ ჩნდება. მას დაავიწყდა დაემატებინა: პირველად როგორც ტრაგედია, მეორედ კი როგორც ფარსი." თუ ეს აზრი ისტორიაში მეორდება, თავისივე კრიტერიუმებით ის ფარსი უნდ აიყოს, ხოლო მისი პირველი გამოჩენა ჰეგელთან – ტრაგედია. რაღაც ამგვარი მართლაც მოხდა: ეს ფრაზა, რომელიც ყველა მარქსისტმა იცოდა, დაახლოებით იმ ლოზუნგს ჰგავს, მაისურებზე რომ ბეჭდავენ; ამიტომ ისინი აუცილებლად უარყოფდნენ გამეორებას, რადგან შედეგად ფარსს მიიღებდნენ. ამგვარად მოიქცნენ 1968 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის აჯანყებული განსწავლული რევოლუციონერები, როცა ჰარვარდის ასევე განსწავლული სტუდენტები ერთი წლის შემდეგ აჯანყდნენ. საბოლოო შედეგის მიხედვით ეს არ იყო მთლიანი რევოლუციური მოძრაობა და პირველი მოვლენის ვეტერანები თავის მოვალეობად თვლიდნენ დაეცინათ ამგვარი მოვლენების გამეორებისთვის.

ჰეგელის გ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 2620 | დაამატა: ადმინისტრაცია | თარიღი: 11.12.2011 | კომენტარი (0)

კლემენტ გრინბერგი ავანგარდი და კიტჩი კლემენტ გრინბერგი (1909 – 2000) XX საუკუნის 30-60-იანი წლების ამერიკული ნეოავანგარდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტიკოსი და თეორეტიკოსია. გეომეტრიული აბსტრაქციონისტი მხატვრების (ჯოზეფ ალბერტსი და სხვ.) შესახებ მის მიერ შექმნილმა კონცეფციამ ამ მხატვრობის ლეგიტიმაცია მოახდინა. ტექსტი "ავანგარდი და კიტჩი” გასული საუკუნის მხატვრული კრიტიკის კლასიკას ეკუთვნის და პირველად მემარცხენე ტროცკისტულ ჟურნალში Partisan Review", , –ში გამოქვეყნდა, სადაც იმ პერიოდისთვის – 30-იანი წლების ბოლოსთვის დაძაბული დისკუსიები მიდიოდა ლიტერატურისა და ხელოვნების პოლიტიკური როლის შესახებერთსა და იმავე ცივილიზაციას შეუძლია ერთდროულად წარმოშვას ისეთი განსხვავებული მოვლენები, როგორიცაა ელიოტის პოემები და Tin Pan Alley -ის შლიაგერები; ბრაკის ფერწერა და ჟურნალ Saturday Evening Post- -ის გარეკანი. ეს ოთხივე ნიმუში კულტურის სფეროს ეხება და ერთი და იგივე კულტურის შემადგენელ ნაწილებსა და პროდუქტს წარმოადგენენ. თუმცა, აქ მთავრდება მსგავსება მათ შორის. რამდენად ფართო უნდა იყოს კულტურის ხ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 2071 | დაამატა: ადმინისტრაცია | თარიღი: 11.12.2011 | კომენტარი (0)

ბორის გროისიხელოვნების რეტექნიზაციადასაწყისისათვის ერთ ამბავს გავიხსენებ. ერთხელ პროვინციული გერმანული კუნსტჰალეს დირექტორს შემთხვევით ვკითხე აჩვენებდა თუ არა ვიდეო ნამუშევრებს, ან ქსელურ ხელოვნებას თავის ინსტიტუციაში. მან მიპასუხა, რომ არ შეეძლო ეჩვენებინა რომელიმე იმატერიალური ხელოვნება, რადგან მოწყობილობა, რომელსაც ამგვარი ხელოვნება ითხოვს, არის ძალიან მძიმე და მისი ყიდვაცა და გამოყენებაც ძალიან ძვირი ჯდება.. ამგვარად, ის ზღუდავს თავის საგამოფენო აქტივობას ტრადიციული ტილოებით, რაც ბევრად იაფი უჯდება.. და მართლაც, ყოველმა მწერალმა იცის, რომ ბევრად უფრო იაფი და უფრო შრომატევადია კალმით "მატერიალურად” წერა, ვიდრე იმატერიალურად – „კომპიუტერით". ამგვარად, რატომ ადანაშაულებს ავტორი თანამედროვე ხელოვნებას იმატერიალურობაში – იმ მნიშვნელობით, რომ ის აღარ არის ფიზიკური შრომა? ეს საყვედური ხშირად ჩნდება სახელოვნებო პუბლიკაციებში.არტისტულმა ავანგარდმა მართლაც გააფთრებულად იბრძოლა ხელოვნება&ხელოსნობის წინააღმდეგ და ე.ი., თუ გნებავთ, ხელოვნების მატერიალურობის წინააღმდეგ. ბრძოლამ ცნობილ კულმინ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1010 | დაამატა: ადმინისტრაცია | თარიღი: 11.12.2011 | კომენტარი (0)

ბოლო ხანებში კულტურულმა განვითარებამ რმდენადმე უჩვეულო ხასიათი მიიღო. ერთის მხრივ, ულმობლად და მთელს მსოფლიოში მატულობს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმების რიცხვი. აქ დებენ ფულს, იწვევენ ცნობილ არქიტექტორებს, მათ უკეთებენ რეკლამას და ა.შ. მეორეს მხრივ, არასდროს მანამდე ეს მხატვრული ინსტიტუცია _ მისი ყველა ასპექტი, უპირველესად კი მისი დანიშნულება, მოახდინოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიფიცირება _ ასეთი სერიოზული ეჭვის ქვეშ არ დამდგარა. ამასთან ერთად, არგუმენტები _ როგორც ავანგარდისტული, ასევე ანტიავანგარდისტული აზრის _ მუზეუმის ინსტიტუციების აქტუალურ კრიტიკაში იმდენად რთულადდანაწევრებადი სახით იხლართება, რომ თითქმის შეუძლებლად წარმოგვიდგება მასთან რაიმე შეკამათება. მიუხედავად ამისა, შევეცდები მსგავსი შეკამათებებით გამოსვლას.
ავანგარდისტული არგუმენტაცია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის წინააღმდეგ კარგადაა ცნობილი: მუზეუმები _ ესაა ცოცხალი ხელოვნების სა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1471 | დაამატა: maler | თარიღი: 19.11.2011 | კომენტარი (0)

1 2 »
Copyright MyCorp © 2024
ძებნა საიტზე
Google ძებნა
რეკლამა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 11
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
top.ge
Website builder - uCoz