კვირა, 22.12.2024, 04:07
forum
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, Гость · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ქრისტიანობა
ადმინისტრაციათარიღი: კვირა, 23.10.2011, 19:34 | შეტყობინება # 1
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქრისტიანობა - ქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია ბუდიზმთან და ისლამთან ერთად. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი - ბიბლია, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი - ახალი აღთქმა. ქრისტიანობა ისლამთან და იუდაიზმთან ერთად მიეკუთვნება ე.წ. "აბრაამისეულ რელიგიებს".(ვიკიპედია)
 
ადმინისტრაციათარიღი: კვირა, 23.10.2011, 19:35 | შეტყობინება # 2
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ.წ. 1-ელ საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში - პალესტინაში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, თომა ქადაგებდა ინდოეთში და სპარსეთში, ანდრია – კავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზი – ეგვიპტეში. ქრისტიანული გადმოცემის თანახმად პირველ ქრისტიანეთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. პეტრე და პავლე 64 წელს აწამეს რომში, მოციქულთაგან უკანასკნელი გარდაიცვალა იოანე. მოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმა. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად მათაც დევნიდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი "სასწაულის" შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისა. ასე თანდათან იკვალავდა გზას ახალი ჰუმანური მოძღვრება.(ვიკიპედია)
 
ადმინისტრაციათარიღი: კვირა, 23.10.2011, 19:37 | შეტყობინება # 3
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
IV საუკუნეში სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ თავისი მოწყობა რომის იმპერიის ადმინისტრაციულ დაყოფას შეუსაბამა. რომის იმპერია იყოფოდა დაახლოებით 100 პროვინციად, ყოველი პროვინცია - რამდენიმე საქალაქო ოლქად. ქრისტიანულმა ეკლესიამ ამ ოლქებში სამრევლოები მოაწყო, რომლებსაც მღვდლები უძღვებოდნენ. ისინი ექვემდებარებოდნენ სამოქალაქო ოლქის ეპისკოპოსს, ხოლო საქალაქო ოლქების ეპისკოპოსები - პროვინციის არქიეპისკოპოსს (მთავარ ეპისკოპოსს). არქიეპისკოპოსებზე უფრო მაღლა იდგნენ პატრიარქები. საპატრიარქო იყო ხუთი: რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის. მიჩნეული იყო, რომ საპატრიარქოები იესო ქრისტეს მოციქულებმა დააარსეს. ქრისტიანული ეკლესიის ერთიანობას განასახიარებდნენ მსოფლიო საეკლესიო კრებები.

IV საუკუნის ბოლოს, რომის იმპერიის ორად გაყოფის შედეგად, დასავლეთ რომის იმპერიაში მოექცა რომის საპატრიარქო, ხოლო დანარჩენი ოთხი კი აღმოსავლეთ რომის იმპერიაში.(ვიკიპედია)
 
ადმინისტრაციათარიღი: კვირა, 23.10.2011, 19:38 | შეტყობინება # 4
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სამღვდელოების განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ ბერ-მონაზვნები, რომლებიც განკერძოებით ცხოვრობენ მონასტრებში. ქრისტიანული ბერ-მონაზვნობა III საუკუნეში ეგვიპტეში წარმოიშვა. ბერ-მონაზვნობის დამაარსებლად ითვლება წმინდა ანტონი. გადმოცემით, წმინდა ანტონს გამოეცხადა ანგელოზი, რომელიც შენაცვლებით ლოცულობდა და მუშაობდა. ანგელოზმა უთხრა ანტონს, რომ თუ ისიც მისნაირად მოიქცეოდა, ცხონებას მოიპოვებდა. ქრისტიანები, რომლებსაც გაგონილი ჰქონდათ ანტონის შესახებ, მის გვერდით სახლდებოდნენ და ქმნიდნენ ახალ ქრისტიანულ ბერ-მონაზვნურ თემს - მონასტერს.

საქართველოში პირველი მონასტრები ვახტანგ გორგასალმა დააარსა V საუკუნის მეორე ნახევარში. სამონასტრო მოღვაწეობამ განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო VI საუკუნეში, ასურელ მამათა მოსვლის შემდეგ.

დასავლეთში ბერ-მონაზვნობის დამაარსებლად ითვლება წმინდა ბენედიქტე, რომელიც VI საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა. მან შექმნა პირველი სამონასტრო წესდება. დასავლეთში დიდ მონასტრებს სააბატოებს უწოდებენ, ხოლო მათ წინამძღვრებს - აბატებს. როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მონასტრებს თავისი მეურნეობა აქვთ. მონასტრებში ხდებოდა ხელნაწერების გადაწერა, ბევრ მონასტერთან არსებობდა სკოლა. ზოგ მონასტერში ეწეოდნენ მეცნიერულ-თეოლოგიურ მოღვაწეობას.(ვიკიპედია)
 
ადმინისტრაციათარიღი: კვირა, 23.10.2011, 19:40 | შეტყობინება # 5
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კათოლიციზმი (ბერძნ. καθολικός (კათოლიკოს) — „საერთო“ , „უნივერსალური“) — კათოლიკური ეკლესიის მოძღვრება, რომელსაც ქრისტიანობაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს (1 მილიარდ 100 მილიონი კათოლიკე მსოფლიოს 235 ქვეყანაში, რაც მთელი ქრისტიანობის 52% შეადგენს). კათოლიციზმი დასავლეთ ევროპაში ცალკე მიმდინარეობად ჩამოყალიბდა და გაბატონებულ რელიგიად იქცა მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა 1054 წელს ოფიციალურად გაიყო 2 ძირითად მიმართულებად — კათოლიკობად და მართლმადიდებლობად. ქრისტიანობის გათიშვის პროცესი ჯერ კიდევ III-IV საუკუნეში დაიწყო. კათოლიციზმის ცალკე გამოყოფის პროცესი დაჩქარდა 395 წლიდან, როდესაც რომის იმპერია აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად გაიყო. იმპერიის ორ ნაწილად გაყოფამ, ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და კულტურულმა განვითარების განსხვავებულმა პირობებმა საბოლოოდ გასაზღვრა ამ 2 მიმართულების თავისებურებანი. სხვა ქრისტიანული მოძღვრებების მიმდევრებისაგან განსხვავებით კათოლიკეები რომის პაპებს პეტრე მოციქულის მემკვიდრეებად აღიარებენ და ამით მას ყველა სხვა ეპისკოპოსისგან გამორჩეულად და მთელი ეკლესიის უპირველეს წინამძღვრად მიიჩნევენ, ეყრდნობიან რა მათე 16, 17-19-ს, ლუკა 22, 31-32-სა და იოანე 21, 15-17-ს[საჭიროებს წყაროს მითითებას]. 1870 წელს ვატიკანის საეკლესიო კრებაზე პაპი რწმენის საკითხებში „შეუცდომლად და უცოდველად“ გამოაცხადეს.(ვიკიპედია)
 
ადმინისტრაციათარიღი: კვირა, 23.10.2011, 19:41 | შეტყობინება # 6
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას ბევრი რამ აქვს საერთო ძირითადი განსხვავება მათ შორის მჟღავნდება ე.წ. „ფილიოკვეს“ საკითხში (ლათ. filioque — ძე). კათოლიკური მოძღვრების მიხედვით, სულიწმინდის მოფენა ხდება არა მარტო მამა ღმერთისაგან, როგორც ეს მართლმადიდებლობაშია, არამედ ძე ღმერთისაგანაც. ამ დოგმატით კათოლიციზმი მამა ღმერთს უტოლებს იესო ქრისტეს, რითაც ცდილობს განმიმტკიცოს რომის პაპის ავტორიტეტი, როგორც ქრისტეს ნაცვლისა ამ ქვეყნად.

კათოლიციზმი, მართლმადიდებლობისაგან განსხვავებით, სამოთხისა და ჯოჯოხეთის გარდა აღიარებს შუალედურ რგოლს — განსაწმენდელს (სალხინებელს). კათოლიკურ მოძღვრების საფუძველს წარმოადგენს „საღვთო წერილი“ — ბიბლია, რომელიც მართლამდიდებლობისაგან განსხვავბით მხოლოდ ლათინურ ენაზე დაწერილს აღიარებს წმინდად.(ვიკიპედია)
 
ადმინისტრაციათარიღი: კვირა, 23.10.2011, 19:43 | შეტყობინება # 7
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
პროტესტანტიზმი (ლათ. protestans, ნათესაობითი ბრუნვა protestantis - ის, ვინც საჯაროდ ამტკიცებს) ქრისტიანობის სამი მთავარი განშტოებიდან ერთ-ერთია და წარმოადგენს რამდენიმე მსხვილი მიმდინარეობის და ბევრი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას, რომლებიც წარმოშობით დაკავშირებულნი არიან რეფორმაციასთან - XVI საუკუნის ანტიკათოლიკურ მოძრაობასთან რომლის ერთერთი ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი გერმანელი ბერი მარტინ ლუთერი იყო (1483―1546).

ამჟამად მსოფლიოში 600 მილიონამდე პროტესტანტია, აქედან 350 მილიონი აფრიკაში, 120 მილიონი ევროპაში, 80 მილიონი ლათინურ ამერიკაში, 65 მილიონი აზიაში და 10 მილიონი ავსტრალიასა და მიმდებარე კუნძულებზე(ვიკიპედია)
 
ადმინისტრაციათარიღი: კვირა, 23.10.2011, 19:44 | შეტყობინება # 8
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ანგლიკანიზმი — პროტესტანტობის ნაირსახეობა, დასაბამს იღებს XVI საუკუნიდან. ანგლიკანები ეკლესიის მეთაურად მეფეს (ან დედოფალს) აღიარებენ. ანგლკანურ ეკლესიაში სამი მიმდინარეობა არსებობს: მაღალი ეკლესია – კონსერვატორულ–არისტოკრატული, რომელიც ახლოს დგას კათოლიკურ ეკლესიასთან, დაბალი ეკლესია, რომელიც იხრება პურიტანობისა და პიეტიზმისკენ და ფართო ეკლესია – ცდილობს გააერთიანოს ყველა ქრისტიანული მიმდინარეობა და შეუგუოს თანამდროვე ანგლიკანურ ეკლესიას. ანგლიკანური ეკლესია მონაწილეობს ეკუმენურ მოძრაობაში.(ვიკიპედია)
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Website builder - uCoz