ოთხშაბათი, 16.10.2019, 23:21
forum
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, Гость · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » ინტერნეტი » ინტერნეტ ბრაუზერები » Internet Explorer (Internet Explorer)
Internet Explorer
ადმინისტრაციათარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 03:22 | შეტყობინება # 1
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
Internet Explorer (IE, ინტერნეტ ექსპლორერი) — მაიკროსოფტის (Microsoft Inc.) უფასო ლიცენზირებული ინტერნეტ ბრაუზერია და მაიკროსფტ ვინდოუსს ახლავს თან. IE ყველაზე პოპულარული ბრაუზერია მომხმარებელთა რიცხვის მიხედვით, თუმცა 2004 წლის შემდეგ IE-ის ბაზრის წილი იკლებს კონკურენტი ბრაუზერების, Firefox და Safari-ს სასარგებლოდ. დღევანდელი დღის მონაცემებით IE-ის ბაზრის წილი შეადგენს მიახლოებით 68%, მისი უახლოესი მდევრის Firefox-ის 22%-თან შედარებით[1].

ინტერნეტ ექსპლორერი მაიკროსოფტ ვინდოუსის ყველა მოქმედი ვერსიის ინტეგრირებული კომპონენტია. მაიკროსოფტი საკუთარ ბრაუზერს უპირობოდ ვინდოუსთან ერთად ჰყიდის ვინდოუს 95 ოსრ1 ვერსიის გამოსვლის შემდეგ. თუმცა იე-ს ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება მოხდა ვინდოუს XP სერვის პაკ 2-თან ერთად. ინტერნეტ ექსპლორერ 7-ის ბეტა ვერსია მომხმარებლისთვის მისაწვდომია 2005 წლის 27 ივლისიდან.

ინტერნეტ ექსპლორერი ასევე არსებობს როგორც დამოუკიდებელი უფასო პროგრამა ვიდოუსის ძველი ვერსიებისა და რამდენიმე სხვა ოპერატიული სისტემისთვის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაიკროსოფტი უშვებდა ინტერნეტ ექსპორერს მაკისთვის, სოლარისისა და იუნიქსისთვის. ეს ვერსიები დამუშავებას უკვე აღარ ექვემდებარება თუმცა მაკის ვერსიის ჩამოტვირთვა ამჟამადაც შესაძლებელია.ვიკიპედია
 
ადმინისტრაციათარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 03:23 | შეტყობინება # 2
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
Internet Explorer პროგრამის ფუნქციაა ინტერაქტიულ რეჟიმში მოგაძებნინოთ,დაგათვარიელებინოთ სხვადასხვა სერვერებზე განლაგებული ვებ დოკუმენტები და თუ საწიროდ ჩათვლით, გადმოგაწერინოთ თქვენს კომპიუტერში, გამოგაბეჭდინოთ ქაღალდზე. პროგრამა მუშაობს როგორც ტექსტებთან ასევე გრაფიკასთან. ვებ ბრაუზერი არჩევს ჰიპერტექსტურ ენაზე დაწერილ და გაჩვენებთ ამ ენით შექმნილ ანიმაციურ ეფექტებს. ინტერნეტ ექსპლორერი ვინდოუსის ნაწილია . ინტერნეტთან მუშაობა მთავრდება იგივე პროგრამით — Explorer-ით, რომლითაც თქვენ სარგებლობთ კომპიუტერზე ფაილურ სისტემასთან მუშაობის დროს.

ინტერნეტ ექსპლორერი რამდენიმე პროგრამისგან შედგება. მათგან ძირითადს წარმოადგენს პროგრამა, რომელიც მუშაობს WWW. მას ეძახიან აგრეთვე ინტერნეტ ბროუზერს.

ინტერნეტ ექსპლორერის საწყისი ფანჯარა შეიცავს :
ფანჯრის დასახელების სტრიქონს;
მენიუს სტრიქონს;
ინსტრუმენტების პანელს, სადაც მოთავსებულია ინსტრუმენტული ღილაკების პანელი, მისამართის სტრიქონი, კავშირები.
სტატუსის სტრიქონს;
ინდიკატორებს;
გვერდის მოძრაობის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ პანელებს;
სამუშაო ადგილს.

ფანჯრის დასახელება — ვინდოუსის სტანდარტული სატიტულო სტრიქონია, რომელშიც პროგრამის დასახელების გარდა ჩნდება ვებ გვერდის დასახელება.

ამ სტრიქონის ქვეშ შეგიძლიათ ისარგებლოთ ინტერნეტ ექსპლორერის ნებისმიერი ფუნქციით.

ინსტრუმენტების პანელზე განლაგებული მართვის ძირითადი ღილაკების დანიშნულება მოყვანილია ქვემოთ ცხრილში. ამ სტრიქონის ქვეშ განლაგებულია ვებ გვერდის მისამარტის ველი. ველში თავსდება საძიებო ობიექტი.ღილაკზე Enter დაჭერით ბრაუზერს ეძლევა ბრძანება იპოვოს და გამოიტანოს ეკრანზე გვერდი მიტითებული მისამართით. აქვე მარჯვნივ მოთავსებულია ღილაკი Links — კავშირები, სადაც მოთავსებულია მისამართები.

ეკრანის ცენტრალური ნაწილი განკუთვნილია აქტიური ვებ გვერდისათვის. თუ გვერდი ეკრანზე არ ეტევა, მასინ წარმოიქმნება გვერდის მოძრაობიშტვის განკუთვნილი ვერტიკალური და ჰორიზონტალური პანელი.

სტატუსის სტრიქონი განლაგებულია ეკრანის ქვემოთ(ბოლოში), რომელიც მუშაობის მიმდინარეობაზე მიგვიტითებს. ეკრანზე ორი ინდიკატორია: ერთი გლობუსის მოძრავი სუარათი(მოთავსებულია ზემოთა მარჯვენა კუთხეში და ინტერნეტსი ჩართვის დროს იწყებს ტრიალს) და მეორე პროგრეს ინდიკატორი(მოთავსებულია ქვემოთ მარცხენა ნაწილში).ვიკიპედია
 
ადმინისტრაციათარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 03:24 | შეტყობინება # 3
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ცხრილის სახელი ღილაკი სახელი მალხმობა დანიშნულება
Back უკან Alt+← წინა გვერდზე გადასვლა
Forward წინ Alt+→ მომდევნო გვერდზე გადასვლა
Stop გაჩერება აჩერებს ვებ გვერდის ჩამოტვირთვას
Refresh განახლება F5 აქტიური გვერდის ინფორმაციის განახლება
Home ჰოუმპეიჯი ბროუზერის საწყის გვერდზე(ჰოუმპეიჯზე) გადასვლა
Search ძიება ძიების პანელის გამოძახება
Favorites ფავორიტები თქვენს მიერ შენახული გვერდების სიის გახსნა
History არქივი დათვარიელებული გვერდების სია
Channels არხები გვერდის შენახვის ფორმა ავტონომიური დათვარიელება
მთელი ეკრანი(ფულსქრინი) F11 ფანჯარა იხსნება მთელ ეკრანზე
Mail ფოსტა ფოსტის მენიუ
Print ბეჭდვა ვებგვერდის ან მისი ნაწილის ბეჭდვა
Edit რედაქტირება აქტიური გვერდის რედაქტირება
 
ადმინისტრაციათარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 03:24 | შეტყობინება # 4
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ინტერნეტის გვერდების დატვარიელების მრავალი გზები არსებობს:
თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ მისამართი მისამართების პანელზე არსებულ ფანჯარაში;
ისარგებლოთ ვებ გვერდზე არსებული კლავიშებით;
ისარგებლოთ ღილაკებით Back და Forward;
გახსნათ ფავორიტების ფოლდერი და სიაში აირჩიოთ სასურველი მისამართი;
ისარგებლოთ კავშირების პანელით.
 
ადმინისტრაციათარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 03:25 | შეტყობინება # 5
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ვებ დოკუმენტი წარმოადგენს მონაცემებს. იგი ინახება ვებ სერვერზე და მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს დაათვარიელოს, ან გადმოწეროს კომპიუტერში. ინტერნეტში არსებული ვებ გვერდების მისამარტი გარკვეული წესით არის შედგენილი. მას ეძახიან URL(Universal Resourse Locator). იგი იწყება, როგორც წესი, პროტოკოლის აღნიშვნით, მერე მოდის დომენის სახელი, შემდეგ ფაილის განლაგება დომენის მიმართ. მაგალითად http://www.sanet.ge შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: [http://]]-პროტოკოლი,რომელიც გამოიყენება ვებ ბრაუზერის მიერ, რათა ვებ კვანძზე ვებ დოკუმენტი მოიძებნოს; WWW-მიუთითებს იმაზე, რომ ეს კვანძი ობობას კვანძია(WWW-World Wide Web-მსოფლიო ობობას კვანძი). sanet კვანძი ეკუთვნის ორგანიზაციას sanet.ge-მიუთითებს იმაზე, რომ კვანძი საქართველოშია განლაგებული. მეორე მაგალითში მისამართი http://www.sanet.ge/sarke/index.html აღნისნავს ფაილის index.html მისამართის კვანძზე http://www.sanet.ge კატალოგში sarke.მისამართებში შეიძლება რამდენიმე დომენი იყოს გამოყენებული. მაგალითად, ორგანიზაციის, ქვეყნის, ქსელის
 
ადმინისტრაციათარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 03:26 | შეტყობინება # 6
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გვერდების შენახვა ფოლდერში — Favorites

ინტერნეტ ექსპლორერსი არსებობს სასუალება შეინახოთ თქვენტვის საინტერესო გვერდების მისამართები ფოლდერში — Favorites. როდესაც აქტიური გვერდის მისამართვის მოთავსება გვსურს ფავორიტების ფოლდერში, გამოვიძახოთ მენიუდან Favorites ბრძანება Add To Favorites. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Add Favorite. ჩართეთ პირველი გადამრთველი, რაც იმას ნიშნავს რომ გინდათ დაამატოთ სიას აქტიური გვერდი. ფანჯარაში Name მითითებულია ამ გვერდის სახელი. Create In ღილაკით შეგიძლიათ მიუთითოთ, თუ სად გინდათ ახალი ფოლდერის შექმნა. დააჭირეთ ამ ღილაკს.

გამოჩნდება შემდეგი ფანჯარა, სადაც ქმნით ახალ ფოლდერს. მონიშნეთ ფოლდერი Favorites და დააჭირეთ ღილაკს New Folder. ეკრანზე ფანჯარა გამოჩნდება სადაც უნდა შეიტანოთ ახალი ფოლდერის დასახელება.

მუშაობის პროცესში აუცილებლად ხდება Favorites გვერდების დასახელების მოწესრიგება — ერთი ფოლდერიდან მეორეში გადატანა, წაშლა, ახალი ფოლდერის შექმნა და სხვა. ამისათვის შეგიძლიატ ისარგებლოთ ბრძანებით Organize Favorites მენიუდან Favorites.
 
ფორუმი » ინტერნეტი » ინტერნეტ ბრაუზერები » Internet Explorer (Internet Explorer)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Website builder - uCoz