ოთხშაბათი, 16.10.2019, 22:28
forum
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, Гость · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » ინტერნეტი » ინტერნეტ ბრაუზერები » Mozilla Firefox (Mozilla Firefox)
Mozilla Firefox
ადმინისტრაციათარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 03:28 | შეტყობინება # 1
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
Mozilla Firefox ([moʊˈzɪlə ˈfaɪɹfɑks], მოზილა ფაირფოქსი; ქართ. ცეცხლაკუდა, ცეცხლოვანი მელია) — ღია და უფასო, მრავალპლატფორმიანი ინტერნეტ ბრაუზერი, რომელსაც Mozilla Foundation მართავს. ბრაუზერი თავდაპირველად მცირე სანავიგაციო კომპონენტი იყო Gecko ძრავაზე, რომელიც Mozilla პროგრამულ პაკეტში გამოიყენება (Mozilla Suite); მას შემდეგ რაც კომპანიამ ახალი მიმართულება აიღო, Firefox ფონდის უმთავრესი ფოკუსი გახდა (ელ. ფოსტისა და საინფორმაციო აპლიკაციებთან ერთად) და დღეისთვის მზარდი პოპულარობით სარგებლობს. რეიტინგით ეს ბრაუზერი რიგით მეორეა (Internet Explorer-ის შემდეგ), ხოლო უფასო პროგრამულ უზრუნველყოფაში — პირველი. 2009 წლის თებერვალში მას ინტერნეტ-ბრაუზერების მომხმარებელთა 21.73% იყენებდა.[1]

Mozilla Firefox გამოეყო Mozilla Application Suite-ს და ის იყენებდა სპეციალურად მისთვის დაწერილ კოდს Mozilla Organization-ში Netscape Communicator 5-ის კოდის ნაცვლად, რომელიც „ბრაუზერების ომის“ შემდგომ გამოშვებულ იქნა Mozilla Public License თავისუფალი ლიცენზიით. Mozilla Firefox იყენებს უფასო პორტირების ძრავას Gecko, რომელიც შეიქმნა ღია სტანდარტების მხარდამჭერის ჩათვლით. ამასთან, Firefox-ის კოდიც უფასოა და მას სამმაგი ლიცენზია GPL/LGPL/MPL აქვს.

Firefox აქვს ჩანართებიანი ინტერფეისი, ორთოგრაფიის შემოწმების საშუალება, სანიშნეები, ჩამოტვირთვების მენეჯერი და ძებნის სისტემა. მისი ფუნქციონალობის გაზრდა შესაძლებელია 2000-ზე მეტი „გაფართოების“ საშუალებით. მათ შორის ყველაზე პოპულარულია „NoScript“ (სკრიპტების ბლოკირება), „Tab Mix Plus“ (ჩანართებზე მრავალპარამეტრიანი ფუნქციის დამატება), „FoxyTunes“ (მუსიკალური პლეიერის კონტროლი), „Adblock Plus“ (რეკლამების ბლოკირება), „StumbleUpon“ (საინტერესო საიტების ძებნის სოციალური ქსელი), „DownThemAll!“ (ჩამოტვირთვების ფუნქციები) და „Web Developer“ (ვებ-პროგრამირების ინსტრუმენტები).

არსებობს ოფიციალური ვერსიები ოპერაციული სისტემებისათვის — Microsoft Windows, Mac OS X, GNU/Linux, და არაოფიციალური ვერსიები ოპერაციული სისტემებისათვის — OS/2, FreeBSD, NetBSD, OpenBSD, Solaris ვიკიპედია
 
ფორუმი » ინტერნეტი » ინტერნეტ ბრაუზერები » Mozilla Firefox (Mozilla Firefox)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Website builder - uCoz