ოთხშაბათი, 11.12.2019, 20:56
forum
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, Гость · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » მთავარი ფორუმი » მობილურები/WAPსამყარო » Nokia (ნოკია)
Nokia
ადმინისტრაციათარიღი: სამშაბათი, 25.10.2011, 13:18 | შეტყობინება # 1
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ნოკიას კორპორაცია (ინგლ. Nokia Corporation) არის ფინური მრავალფუნქციური საკომუნიკაციო კორპორაცია, რომლის სათაო ოფისი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკთან ახლოს, კეილანიემში, ესპოოში მდებარეობს. ნოკია ფოკუსირებულია როგორც ფიქსირებულ, ასევე უკაბელო კომუნიკაციებზე და მსოფლიოს 120 ქვეყანაში 112 262 ათასი დასაქმებული ჰყავს. საკუთარ ნაწარმს 150-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის და წლიური ფინანსური ბრუნვა 51,1 მილიარდი ევრო აქვს. 2007 წელს, ნოკიამ 8 მილიარდი ევროს მოგება ნახა.

ნოკია მსოფლიო მასშტაბით მობილური სატელეფონო აპარატების წარმოებით ერთპიროვნული ლიდერია. 2008 წლის მონაცემებით ნოკია მობილური ტელეფონის მსოფლიო ბაზრის 38,6% ეკავა, რითაც მას პირველი ადგილი ეკავა და უსწრებდა სამსუნგს (16,3%), მოტოროლას (8,7%), LG-ის (8,4%), სონი ერიქსონს (7,6%) და სხვებს (20,4%). ნოკია მობილურებს ყველა უმთავრესი ბაზრისთვის უშვებს. მისი ნაწარმი მხარდაჭერილია როგორც GSM, CDMA, ასევე W-CDMA (UMTS) პროტოკოლებით.(ვიკიპედია)
 
ადმინისტრაციათარიღი: სამშაბათი, 25.10.2011, 13:18 | შეტყობინება # 2
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საწარმო 1865 წელს დაარსა ინჟინერმა ფრედრიკ იდესტამმა (1838-1916) ტამპერეში, სამხრეთ-დასავლეთ ფინეთში და თავიდან ქაღალდის ნაწარმს უშვებდა, რომელიც ექსპორტზე რუსეთში და დიდ ბრიტანეთში იგზავნებოდა. XX საუკუნის დასაწყისში საწარმომ რეზინის ჩექმების და საბურავების წარმოება დაიწყო. დღეს ამ სახის პროდუქციას ნოკიას შვილობილი კომპანია Nokian Tyres უშვებს.

დღევანდელი Nokia Corporation 1967 წელს Nokia Company-ის - ქაღალდების მწარმოებელი პირველი ფაბრიკის - ფინურ კომპანია Rubber Works-სთან და ასევე ფინურ კომპანია Cable Works-სთან გაერთიანების შედეგად წარმოიქმნა(ვიკიპედია)
 
ფორუმი » მთავარი ფორუმი » მობილურები/WAPსამყარო » Nokia (ნოკია)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Website builder - uCoz