ხუთშაბათი, 25.04.2024, 13:16
forum
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, Гость · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » კულტურა და ხელოვნება » სახვითი ხელოვნება » გოტიკური არქიტექტურა (გოტიკური არქიტექტურა)
გოტიკური არქიტექტურა
ადმინისტრაციათარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 04:02 | შეტყობინება # 1
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გოტიკური არქიტექტურა (ანუ francigenum opus), არქიტექტურული სტილი შუა საუკუნეების ევროპაში. ამ სტილით იყო აშენებული ამ პერიოდის რელიგიური და საერო ძეგლები და მაღალი კლასის საცხოვრებლები. დღეისთვის ეს სტილი ყველაზე თვალსაჩინოდ ტაძრებიშია წარმოდგენილი.

გოტიკური არქიტექტურა დაიბადა ილ დე ფრანსში XII საუკუნის მეორე ნახევარში. იგი სწრაფად გავრცელდა და გაბატონებული იყო მთელს ევროპაში XVI საუკუნის შუა ხანებამდე, იმ დრომდე, სანამ იტალიური რენესანსის გავლენით ნეოკლასიკური სტილი განვითარდა.

სიტყვა "გოტიკური" ამ არქიტექტურულ სტილს მოგვიანებით ეწოდა და თავდაპირველად დამაკნინებელი კონოტაციის მატარებელი იყო. "გოტიკური" ხელოვნება იყო გუთების, ანუ ბარბაროსების ხელოვნება, რომლებმაც დაივიწყეს რომაული ტექნიკა და წესები. თუმცა დღესითვის ბევრი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ეს ხელოვნება არ იყო რომაულ სტილს მოწყვეტილი და როგორც არქიტექტურული, ისე ფილოსოფიური თვალსაზრისით შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება
 
ადმინისტრაციათარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 04:03 | შეტყობინება # 2
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
პირველი გოტიკური ნაგებობები გაჩნდა 1130-1150 წლებში ილ დე ფრანსის ტერიტორიაზე. ამიტომ ამ სტილს მაშინ ლათინურად francigenum opus-ს ანუ "ფრანგული წარმოშობის ხელოვნებას" უწოდებდნენ. კაპეტინგების მეფობის პერიოდში გოტიკური არქიტექტურა განასკუთრებით პოპულარული გახდა. ამ პერიოდში მოსახლეობის დემოგრაფიული გაზრდა მოითხოვდა რელიგიური ნაგებობების გაფართოებას, რადგან დიდი იყო მორწმუნეთა რიცხვი. ამავე პერიოდში ვითარდება ქალაქები და ვაჭრობა, რაც იწვევს ახალი სოციალური კლასის, მდიდარი ბურჟუაზიის აღმოცენებას.

პირველი ნაგებობა, რომელიც რომაულ სტილს საგრძნობლად სცილდება, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გოთური არქიტექტურით აგებული, არის სენ-დენისის სააბატო.

გოტიკური სტილის გავრცელების საფუძველი გახდა ჩრდილოეთ საფრანგეთის საეპისკოპოოებს შორის კონკურენცია: ყოველ ეპისკოპოსს სურდა უფრო ლამაზი და დიდი ტაძარი, ვიდრე მის მეზობელს ჰქონდა. ამგვარად განვითარდა ახალი სტილი ჯერ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში, შემდეგ კი დასავლეთ ევროპაში, ყველა ქვეყანაში თავისებური ნიუანსებით.ვიკიპედია
 
ფორუმი » კულტურა და ხელოვნება » სახვითი ხელოვნება » გოტიკური არქიტექტურა (გოტიკური არქიტექტურა)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Website builder - uCoz