კვირა, 22.12.2024, 04:40
forum
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, Гость · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ეროვნული გალერეა
ადმინისტრაციათარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 18:12 | შეტყობინება # 1
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ეროვნული გალერეა მდებარეობს რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ტაძრის გვერდზე.ზუსტად ასეთი, ეროვნული გალერეის ტყუპისცალი, ნეოკლასიკურ სტილში გადაწყვეტილი „გამოფენების სასახლე” შეგიძლიათ იხილოთ რომში, ვია ნაცი­ონალეს ქუჩაზე, სადაც დღემდე იმართება ნაციონალური კვადრიენალე, ფო­ტოგრაფიის ფესტივალი. ჩვენი ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეები კი სულ მალე გაიხსნება და თამამად უმასპინძლებს ნებისმიერ მსოფლიო დო­ნის შედევრებსა თუ თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს. მისი რეკონ­სტრუქცია იმ მასშტაბური რეფორმების ნაწილია, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მიმდინარეობს. რადგანაც ტაბულა მუზეუმის ამ სიახლე­ებს ეტაპობრივად გაცნობთ, ამჯერად ეროვნულ გალერეაზე შევჩერდებით. შე­გახსენებთ, გალერეა ამ რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ეროვნული მუ­ზეუმის ერთიანი სისტემის ნაწილი გახდა. გრანდიოზული სარეკონსტრუქ­ციო სამუშაოების შემდეგ, ის ჯანაშიას მუზეუმის პარალელურად, მაისის ბო­ლოს გაიხსნება. www.tabula.ge
 
ადმინისტრაციათარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 18:13 | შეტყობინება # 2
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მისი ისტორია მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო, როცა გერმანელმა არქიტექ­ტორმა ალბერტ ზალცმანმა, მაშინდელი გოლოვინის პროსპექტზე, რომის Palazzo delle Esposizioni-ის პროტოტიპი შენობა ააგო. ეს 1888-1892 წლებში მოხ­და. მის ფონზე, უკან უკვე გაშენებული იყო ალექსანდრეს ბაღი – ასევე გერმა­ნელი არქიტექტორის, ოტო იაკობ სიმონსონის მიერ. ეს ხომ ის პერიოდია, რო­ცა თბილისში გერმანელთა საკმაოდ მძლავრი კოლონია არსებობდა და ცნობი­ლი გერმანელები – გუსტავ რადე, ლეოპოლდ ბილფელდი, პაულ შტერნი, არ­ტურ ლაისტი თუ ცნობილი აფთიაქარი ზემელი დედაქალაქის ევროპულ ის­ტორიას ქმნიდნენ. გალერეა ზალცმანმა ააგო, როგორც სამხედრო ისტორიუ­ლი მუზეუმი, რომელსაც კავკასიის ომში რუსეთის იმპერიის მიერ მოპოვებუ­ლი გამარჯვებების დემონსტრირება უნდა გაეწია. მას შემდეგ ამ საგამოფენო სივრცის კონცეფცია რამდენჯერმე შეიცვალა: 1918 წელს ცნობილმა მეცენატ­მა და მხატვარმა დიმიტრი შევარდნაძემ აქ სურათების ეროვნული გალერეა მოაწყო და მისი კოლექციებით შევსებას მიჰყო ხელი. საბჭოთა ოკუპაციის შემ­დეგ კი ეს სივრცე პროპაგანდისტულმა გამოფენებმა დაიკავა. 50-იანებში უკვე იმ პერიოდის ხელოვანთა გამოფენები დაიწყო, მხატვართა კავშირის მიერ შეს­ყიდული ნამუშევრები კი გალერეის ფონდებში ინახებოდა.
 
ადმინისტრაციათარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 18:13 | შეტყობინება # 3
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ეს საგამოფენო სივრცე მხატვრების ცნობილი, ისტორიული პროტესტის მოწ­მეცაა, მაშინ, როცა 1957 წელს აქ საბჭოთა ცენზურისგან დალუქული ლადო გუდიაშვილის ცნობილი გამოფენა ახალგაზრდების ჯგუფმა ძალდატანებით გახსნა. შემდეგ, 60-იანელთა თაობამ და მათთან ერთად რკინის ფარდის მიღ­მიდან შემოსულმა დასავლურმა მხატვრულმა მიმართულებებმა დაიკავა მისი საგამოფენო დარბაზები და ფონდები. 80-იან წლებში გალერეა აქტიური საგა­მოფენო ცხოვრებით ცხოვრობდა. საბოლოო ჯამში კი, ფაქტობრივად მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში ქართულ სახვით ხელოვნებაში მიმდინარე პროცესები მის ფონდებში დაცულ დაახლოებით 300 ათასამდე ექსპონატში აისახა. სამწუხაროდ, 90-იანი წლების არასტაბილურმა გარემომ ფონდებშიც შეაღწია და სოკომ და ნესტმა უამრავი ნამუშევარი დააზიანა.

 
ადმინისტრაციათარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 18:14 | შეტყობინება # 4
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ისევე, როგორც ჯანაშიას მუზეუმში, აქაც, სარეკონსტრუქციო სამუშაოების პა­რალელურად, ახალი ექსპოზიციისთვის ემზადებიან. რეკონსტრუქციის შედე­გად, რუსთაველის პროსპექტის მხარეს მდებარე ისტორიულ სამ საგამოფენო დარბაზს, ალექსანდრეს ბაღის მხრიდან ფაქტობრივად ახალი ფლიგელი დაე­მატა ხუთი საგამოფენო სივრცით. ესთეტიკითა თუ ტექნიკური საერთაშორი­სო სტანდარტებით ეს საგამოფენო დარბაზები უკვე თავისუფლად უმასპინ­ძლებს მსოფლიოს მაღალი კლასის გამოფენებს.
 
ადმინისტრაციათარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 18:16 | შეტყობინება # 5
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ეროვნული გალერეის, ხელოვნების მუზეუმის, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმისა თუ თბილი­სის ისტორიის მუზეუმის ფონდებიდან ექსპონატები ეროვნული გალერეის რვა ახალ საგამოფენო სივრცეში ერთდროულად განთავსდა. გალერეის ის­ტორიული სამი დარბაზი, ლეგენდარული შემინული ჭერითა და ბუნებრივი განათებით კი სპეციალურად ამ გამოფენისთვის, დროებით, სამ ფერად – ღია ნაცრისფერ, გარდამავალ და ბორდოს ფერებად შეიღება.
 
ადმინისტრაციათარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 18:18 | შეტყობინება # 6
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან ეროვნულ მუზეუმთან დაკავშირებით
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Website builder - uCoz