ეროვნული გალერეა
|
|
ადმინისტრაცია | თარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 18:12 | შეტყობინება # 1 |
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
სტატუსი: Offline
| ეროვნული გალერეა მდებარეობს რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ტაძრის გვერდზე.ზუსტად ასეთი, ეროვნული გალერეის ტყუპისცალი, ნეოკლასიკურ სტილში გადაწყვეტილი „გამოფენების სასახლე” შეგიძლიათ იხილოთ რომში, ვია ნაციონალეს ქუჩაზე, სადაც დღემდე იმართება ნაციონალური კვადრიენალე, ფოტოგრაფიის ფესტივალი. ჩვენი ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეები კი სულ მალე გაიხსნება და თამამად უმასპინძლებს ნებისმიერ მსოფლიო დონის შედევრებსა თუ თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს. მისი რეკონსტრუქცია იმ მასშტაბური რეფორმების ნაწილია, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მიმდინარეობს. რადგანაც ტაბულა მუზეუმის ამ სიახლეებს ეტაპობრივად გაცნობთ, ამჯერად ეროვნულ გალერეაზე შევჩერდებით. შეგახსენებთ, გალერეა ამ რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთიანი სისტემის ნაწილი გახდა. გრანდიოზული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, ის ჯანაშიას მუზეუმის პარალელურად, მაისის ბოლოს გაიხსნება. www.tabula.ge
|
|
| |
ადმინისტრაცია | თარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 18:13 | შეტყობინება # 2 |
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
სტატუსი: Offline
| მისი ისტორია მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო, როცა გერმანელმა არქიტექტორმა ალბერტ ზალცმანმა, მაშინდელი გოლოვინის პროსპექტზე, რომის Palazzo delle Esposizioni-ის პროტოტიპი შენობა ააგო. ეს 1888-1892 წლებში მოხდა. მის ფონზე, უკან უკვე გაშენებული იყო ალექსანდრეს ბაღი – ასევე გერმანელი არქიტექტორის, ოტო იაკობ სიმონსონის მიერ. ეს ხომ ის პერიოდია, როცა თბილისში გერმანელთა საკმაოდ მძლავრი კოლონია არსებობდა და ცნობილი გერმანელები – გუსტავ რადე, ლეოპოლდ ბილფელდი, პაულ შტერნი, არტურ ლაისტი თუ ცნობილი აფთიაქარი ზემელი დედაქალაქის ევროპულ ისტორიას ქმნიდნენ. გალერეა ზალცმანმა ააგო, როგორც სამხედრო ისტორიული მუზეუმი, რომელსაც კავკასიის ომში რუსეთის იმპერიის მიერ მოპოვებული გამარჯვებების დემონსტრირება უნდა გაეწია. მას შემდეგ ამ საგამოფენო სივრცის კონცეფცია რამდენჯერმე შეიცვალა: 1918 წელს ცნობილმა მეცენატმა და მხატვარმა დიმიტრი შევარდნაძემ აქ სურათების ეროვნული გალერეა მოაწყო და მისი კოლექციებით შევსებას მიჰყო ხელი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ კი ეს სივრცე პროპაგანდისტულმა გამოფენებმა დაიკავა. 50-იანებში უკვე იმ პერიოდის ხელოვანთა გამოფენები დაიწყო, მხატვართა კავშირის მიერ შესყიდული ნამუშევრები კი გალერეის ფონდებში ინახებოდა.
|
|
| |
ადმინისტრაცია | თარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 18:13 | შეტყობინება # 3 |
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
სტატუსი: Offline
| ეს საგამოფენო სივრცე მხატვრების ცნობილი, ისტორიული პროტესტის მოწმეცაა, მაშინ, როცა 1957 წელს აქ საბჭოთა ცენზურისგან დალუქული ლადო გუდიაშვილის ცნობილი გამოფენა ახალგაზრდების ჯგუფმა ძალდატანებით გახსნა. შემდეგ, 60-იანელთა თაობამ და მათთან ერთად რკინის ფარდის მიღმიდან შემოსულმა დასავლურმა მხატვრულმა მიმართულებებმა დაიკავა მისი საგამოფენო დარბაზები და ფონდები. 80-იან წლებში გალერეა აქტიური საგამოფენო ცხოვრებით ცხოვრობდა. საბოლოო ჯამში კი, ფაქტობრივად მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში ქართულ სახვით ხელოვნებაში მიმდინარე პროცესები მის ფონდებში დაცულ დაახლოებით 300 ათასამდე ექსპონატში აისახა. სამწუხაროდ, 90-იანი წლების არასტაბილურმა გარემომ ფონდებშიც შეაღწია და სოკომ და ნესტმა უამრავი ნამუშევარი დააზიანა.
|
|
| |
ადმინისტრაცია | თარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 18:14 | შეტყობინება # 4 |
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
სტატუსი: Offline
| ისევე, როგორც ჯანაშიას მუზეუმში, აქაც, სარეკონსტრუქციო სამუშაოების პარალელურად, ახალი ექსპოზიციისთვის ემზადებიან. რეკონსტრუქციის შედეგად, რუსთაველის პროსპექტის მხარეს მდებარე ისტორიულ სამ საგამოფენო დარბაზს, ალექსანდრეს ბაღის მხრიდან ფაქტობრივად ახალი ფლიგელი დაემატა ხუთი საგამოფენო სივრცით. ესთეტიკითა თუ ტექნიკური საერთაშორისო სტანდარტებით ეს საგამოფენო დარბაზები უკვე თავისუფლად უმასპინძლებს მსოფლიოს მაღალი კლასის გამოფენებს.
|
|
| |
ადმინისტრაცია | თარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 18:16 | შეტყობინება # 5 |
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
სტატუსი: Offline
| ეროვნული გალერეის, ხელოვნების მუზეუმის, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმისა თუ თბილისის ისტორიის მუზეუმის ფონდებიდან ექსპონატები ეროვნული გალერეის რვა ახალ საგამოფენო სივრცეში ერთდროულად განთავსდა. გალერეის ისტორიული სამი დარბაზი, ლეგენდარული შემინული ჭერითა და ბუნებრივი განათებით კი სპეციალურად ამ გამოფენისთვის, დროებით, სამ ფერად – ღია ნაცრისფერ, გარდამავალ და ბორდოს ფერებად შეიღება.
|
|
| |
ადმინისტრაცია | თარიღი: პარასკევი, 25.11.2011, 18:18 | შეტყობინება # 6 |
Генералиссимус
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 100
სტატუსი: Offline
| ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან ეროვნულ მუზეუმთან დაკავშირებით
|
|
| |