კვირა, 25.08.2019, 22:00
forum
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, Гость · RSS
.
შესვლის ფორმა
მინი-ჩეთი
200
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
 ბლოგი
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 11
რატომ არ უყვართ საქართველოში მხატვრობა....

ერთხელ ასეთი მოსაზრება მოვისმინე, – მერვე საუკუნის ბიზანტიურმა ხატმებრძოლეობამ ისეთი ტრამვა მიაყენა ქართულ კულტურას, რომ საერთოდ დაუხშო ვიზუალური გამოსახულების მოთხოვნილებაო... ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება ესეც იყო სხვებთან ერთად. ყოველ შემთხვევაში დაზგური ფერწერა რომ ძალიან გვიან გაჩნდა საქართველოში, ნამდვილად ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ ექსტერიერისა თუ ინტერიერის დიზაინი, რომელსაც ვხვდებით, უმეტესად უგემოვნოა, სურათი კი ცარიელი კედლის შესავსები, ან შპალერის ტონალობის დანამატი. საქართველოში ბევრი კარგი მხატვარია, მათი ნამუშევარი ცოტას აინტერესებს და კიდევ უფრო ცოტა ყიდულობს. მდიდრებიც კი ნაკლებად ინტერესდებიან მხატვრობით, – ახალმა რუსებმა და უკრაინელებმა დიდი ხანია დაიწყეს ძვირადღირებული მხატვრობის შეძენა და კონცეპტუალური ხელოვნების დაფინანსებაც, რომან აბრამოვიჩმა ლუსიენ ფროიდისა და ფრენსის ბეკონის მილიონებად შეფასებული ტილოებით შეავსო კოლექცია. ჩვენთან ასეთი ხარისხის სნობიზმს ჯერ ვერ შეხვდებით... ვერაფრით ვეღარ გაიხსნა „ცისერი გალერეა",რომელ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 695 | დაამატა: ადმინისტრაცია | თარიღი: 11.12.2011 | კომენტარი (0)

მისი მხატვრული რეაქციები იდეების კრიზისზე, სტერეოტიპებზე, სოციალურსა თუ პოლიტიკურ პრობლემებზე არასდროს დაგტოვებთ გულგრილს მიუხედავად იმისა, თანამედროვე ხელოვნების საკმაოდ რთულსა და პრეტენზიულ ენაში ერკვევით თუ არა...

მაურიციო კატელანის ნამუშევრები შეიძლება დახასიათდეს როგორც ორაზროვანი, შოკისმომგვრელი, ტაბუების დამანგრეველი, პროვოკაციული, არაპროგნოზირებადი და ა.შ.. მას თანამედროვე ხელოვნების "მასხარად” იცნობენ, რომელიც თავისუფალია როგორც კონიუნქტურისაგან, ისე კორექტულობისაგან. კლასიკური იკონოგრაფია როგორ ტრანსფორმაციას განიცდის თანამედროვე ხელოვნებაში, მაურიციო კატელანის ნამუშევრებში შეიძლება ნახოთ. 1998 წელს გამოფენილი "იესო ნაზარეველი” სკულპტურა იყო – სახედარი (ფიტული) ზურგზე აკიდებული ტვირთით – ძველი, მასიური ტელევიზორით. ერთია, რომ მასმედიისა და პოპ კულტურის გავლენა, მისი ძალაუფლება XX საუკუნის კულტურული დისკურსის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო და მეორე, თუ მისი კრიტიკა როგორ ვიზუალურ ფორმას იღებს ამ ხელოვანთან. მთელი ქრისტიანული ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი სცენა - როგორ შედის იე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1156 | დაამატა: ადმინისტრაცია | თარიღი: 11.12.2011 | კომენტარი (0)

კარლ მარქსის ტექსტებში არის ერთი პასაჟი, რომელიც იმდენად ზუსტია რამდენადაც პოპულარული და მართლაც, მისი პოპულარულობის მიზეზიც სწორედ სიზუსტეა: „ჰეგელმა სადღაც აღნიშნა, რომ მსოფლიო ისტორიის ყველა უდიდესი ფაქტი და პერსონაჟი, როგორც წესი, ორჯერ ჩნდება. მას დაავიწყდა დაემატებინა: პირველად როგორც ტრაგედია, მეორედ კი როგორც ფარსი." თუ ეს აზრი ისტორიაში მეორდება, თავისივე კრიტერიუმებით ის ფარსი უნდ აიყოს, ხოლო მისი პირველი გამოჩენა ჰეგელთან – ტრაგედია. რაღაც ამგვარი მართლაც მოხდა: ეს ფრაზა, რომელიც ყველა მარქსისტმა იცოდა, დაახლოებით იმ ლოზუნგს ჰგავს, მაისურებზე რომ ბეჭდავენ; ამიტომ ისინი აუცილებლად უარყოფდნენ გამეორებას, რადგან შედეგად ფარსს მიიღებდნენ. ამგვარად მოიქცნენ 1968 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის აჯანყებული განსწავლული რევოლუციონერები, როცა ჰარვარდის ასევე განსწავლული სტუდენტები ერთი წლის შემდეგ აჯანყდნენ. საბოლოო შედეგის მიხედვით ეს არ იყო მთლიანი რევოლუციური მოძრაობა და პირველი მოვლენის ვეტერანები თავის მოვალეობად თვლიდნენ დაეცინათ ამგვარი მოვლენების გამეორებისთვის.

ჰეგელის გ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 2155 | დაამატა: ადმინისტრაცია | თარიღი: 11.12.2011 | კომენტარი (0)

კლემენტ გრინბერგი ავანგარდი და კიტჩი კლემენტ გრინბერგი (1909 – 2000) XX საუკუნის 30-60-იანი წლების ამერიკული ნეოავანგარდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტიკოსი და თეორეტიკოსია. გეომეტრიული აბსტრაქციონისტი მხატვრების (ჯოზეფ ალბერტსი და სხვ.) შესახებ მის მიერ შექმნილმა კონცეფციამ ამ მხატვრობის ლეგიტიმაცია მოახდინა. ტექსტი "ავანგარდი და კიტჩი” გასული საუკუნის მხატვრული კრიტიკის კლასიკას ეკუთვნის და პირველად მემარცხენე ტროცკისტულ ჟურნალში Partisan Review", , –ში გამოქვეყნდა, სადაც იმ პერიოდისთვის – 30-იანი წლების ბოლოსთვის დაძაბული დისკუსიები მიდიოდა ლიტერატურისა და ხელოვნების პოლიტიკური როლის შესახებერთსა და იმავე ცივილიზაციას შეუძლია ერთდროულად წარმოშვას ისეთი განსხვავებული მოვლენები, როგორიცაა ელიოტის პოემები და Tin Pan Alley -ის შლიაგერები; ბრაკის ფერწერა და ჟურნალ Saturday Evening Post- -ის გარეკანი. ეს ოთხივე ნიმუში კულტურის სფეროს ეხება და ერთი და იგივე კულტურის შემადგენელ ნაწილებსა და პროდუქტს წარმოადგენენ. თუმცა, აქ მთავრდება მსგავსება მათ შორის. რამდენად ფართო უნდა იყოს კულტურის ხ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 1690 | დაამატა: ადმინისტრაცია | თარიღი: 11.12.2011 | კომენტარი (0)

ბორის გროისიხელოვნების რეტექნიზაციადასაწყისისათვის ერთ ამბავს გავიხსენებ. ერთხელ პროვინციული გერმანული კუნსტჰალეს დირექტორს შემთხვევით ვკითხე აჩვენებდა თუ არა ვიდეო ნამუშევრებს, ან ქსელურ ხელოვნებას თავის ინსტიტუციაში. მან მიპასუხა, რომ არ შეეძლო ეჩვენებინა რომელიმე იმატერიალური ხელოვნება, რადგან მოწყობილობა, რომელსაც ამგვარი ხელოვნება ითხოვს, არის ძალიან მძიმე და მისი ყიდვაცა და გამოყენებაც ძალიან ძვირი ჯდება.. ამგვარად, ის ზღუდავს თავის საგამოფენო აქტივობას ტრადიციული ტილოებით, რაც ბევრად იაფი უჯდება.. და მართლაც, ყოველმა მწერალმა იცის, რომ ბევრად უფრო იაფი და უფრო შრომატევადია კალმით "მატერიალურად” წერა, ვიდრე იმატერიალურად – „კომპიუტერით". ამგვარად, რატომ ადანაშაულებს ავტორი თანამედროვე ხელოვნებას იმატერიალურობაში – იმ მნიშვნელობით, რომ ის აღარ არის ფიზიკური შრომა? ეს საყვედური ხშირად ჩნდება სახელოვნებო პუბლიკაციებში.არტისტულმა ავანგარდმა მართლაც გააფთრებულად იბრძოლა ხელოვნება&ხელოსნობის წინააღმდეგ და ე.ი., თუ გნებავთ, ხელოვნების მატერიალურობის წინააღმდეგ. ბრძოლამ ცნობილ კულმინ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 729 | დაამატა: ადმინისტრაცია | თარიღი: 11.12.2011 | კომენტარი (0)

Copyright MyCorp © 2019
ძებნა საიტზე
Google ძებნა
რეკლამა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 11
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
top.ge
Website builder - uCoz